ღორის ხორცი სუნელებით

წარმოგიდგენთ ღორის მკერდს წითელ სოუსში – მაო ძედუნის საყვარელ კერძს. მაო თვლიდა, რომ ცხარე საკვები და წიწაკა ცხოვრებას ახანგრძლივებს.

მას მიაწერენ სიტყვებს: “ვინც წითელ წიწაკას არ მიირთმევს, ის რევოლუციონერი არაა”.

მისი მომზადება შედგენა ნელი ჩათუშვისგან ჯანჯაფილში, დარიჩინში, წიწაკაში, ნიორში და სოიოს სოუსში. საბოლოოდ მიიღება წითელ-ყავისფერი შეფერილობა დ აპიკანტური გემო.

ინგრედიენტები

  • 500 გ ღორის მკერდი
  • 3 ს. კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს. კ. მცენარეული ზეთი
  • 20 გ ჯანჯაფილი
  • 1 ბადიანა
  • 1 დარიჩინის ჯოხი
  • 2 ხმელი წიწაკა ჩილი
  • 1 ს. კ. საკე
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 2 ს. კ. ყავისფერი შაქარი
  • მარილი, მწვანე ხახვი

მომზადება

დაჭერით მკედრი 2-2.5 სმ ზომის ნაჭრებად.

მოათავსეთ ნაჭრები ცივ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ 7-8 წთ.

ქვაბში ან ღრმა ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და დაყარეთ ყავისფერი შაქარი.

გაათბეთ შაქარი, სანამ კარამელად ქცევას არ დაიწყებს.

დაუამტეთ ღორის ნაჭრები და საკე. აურიეთ და მსუბუქად შეწვით.

დაუმატეთ დაჭრილი ჯანჯაფილი, ბადიანა, დარიჩინის ჯოხი და წყალი, რათა თუთქმის დაიფაროს ხორცი.

დაუმატეთ სოიოს სოუსი, წიწაკა ჩილი, მარილი და დაფნის ფოთოლი.

მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 40 წთ.

ბოლოს გადაიტანეთ ხორცი თეფშზე, გაზარდეთ ცეცხლი და ააორთქლეთ სითხე სოუსიდან, სანამ სქელი არ გახდება.

სუფრასთან მიტანამდე მოასხით ხორცს წითელი სოყსი და გაჭყლეტილი მწვანე ხახვი.

ტრადიციული დანამატი იქნება თეთრი ბრინჯი, მწვანე ბოსტნეული, მწყერის კვერცხი, მოხარშული კვერცხი… ასევე კარგად ეხამება ახალი კიტრი.

კომენტარის დატოვება