როგორ მოვამზადოთ სკუმბრიას სალათი

გირჩევთ მოამზადოთ საზაფხულო სალათი სკუმბრიით. სხვა კარტოფილის შემცველი სალათებისგან განსხვავებით, ეს კერძი ცივად უნდა მიირთვათ. პიკანტური შეკმაზვის და მრავალფეროვნების მეშვეობით ის უპრობლემოდ დაგანაყრებთ მთელი დღის მანძილზე.

კერძის მთავარი ღირებულება თევზია.

ინგრედიენტები

სკუმბრია 1ც

კარტოფილი 500 გ

ბარდა 100 გ

ნიორი 2 კბილი

პომიდორი 200გ

მდოგვი 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი 2 ჩ.კ.

ნაღების კარაქი 1ჩ.კ.

ბალზამის ძმარი 1 ჩ.კ.

მომზადება

მოაჭერით სკუმბრიას თავი და კუდი. გაასუფთავეთ მთლიანად. გაჭერით ზურგზე. მოაცალეთ ქერქი და დაჭერით ნაჭრებად. გადაამოწმეთ, არ ჰქონდეს ფხები.

მოხარშეთ საშუალო ზომის ნორჩი კარტოფილი, გააცივეთ და დაჭერით 4 ნაწილად. პომიდორიც ასევე. ბარდა ნიორთან ერთად შეწვით ზეითუნის ზეთში 10 წუთით. ბოსტნეული ღრმა ჯამში მოათავსეთ.

1 კოვზ დიჟონის მდოგვს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ბალზამის ძმარი. აურიეთ ინგრედიენტები და დაუმატეთ გამდნარი ნაღების კარაქი. მოასხით ბოსტნეულს.

აურიეთ სალათი, რამდენიმე წუთი დაუცადეთ, რომ შეიწოვოს. შემდეგ კერძს სკუმბრია დაუმატეთ და ისევ აურიეთ.

ეს მარტივი და დამანაყრებელი კერძია.

კომენტარის დატოვება