ყვავილოვან კომბოსტოს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ბოსტნეულის დედოფალი. მასში 1.5-2-ჯერ მეტი ცილა და 2-3-ჯერ მეტი ვიტამინი C-ა, ვიდრე თეთრ კომბოსტოში. ამასთან, სასარგებლო ბოსტნეული დაბალი კალორიულობით გამოირჩევა.
წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც გემრიელად გახდომა უნდა.
ინგრედიენტები
- 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 400 გ მოცარელა
- 2 კვერცხი
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 0,5 ჩ.კ. ორეგანო
- მარილი
- შავი პილპილი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
გახეხეთ კომბოსტო მსხვილად.
დაჭყლიტეთ ნიორი.
წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე.
დაუმატეთ კომბოსტოს კვერცხი, ორეგანო, მარილი, პილპილი, შემწვარი ხახვი და ნიორი. აურიეთ.
გახეხეთ მოცარელა. დაიტოვეთ 100 გ, დანარჩენი ნაწილი აურიეთ ბოსტნეულთან.
მასა თანაბარ ფენებად მოათავსეთ გაზქურის ლანგარზე. გამოაცხვეთ 25 წთ 170 გრადუს ტემპერატურაზე.
გამოიღეთ, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და კიდევ რამდენიმე წთ მოათავსეთ გაზქურაში.
იმისთვის, რომ უფრო დიეტური იყოს, მოცარელა სოიოს ყველი ტოფუთი ჩაანაცვლეთ.