ზაფხული მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ მზიან იტალიას ვესტუმროთ და მისი არომატული სამზარეულოთი დავტკბეთ. მაგრამ ყოველთვის ამის საშუალება არაა, ამიტომაც გთავაზობთ იტალიური გემო ამ საოცარი რეცეპტით შეიგრძნოთ.
იტალიური ომლეტი
იტალიური ომლეტი ფრიტატა — ტრადიციული კერძია, რომელიც ყველა იტალიის მოყვარულმა უნდა დააგემოვნოს.
ინგრედიენტები
- 4 დიდი კვერცხი
- 100 გ სოსისი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 30 გ ყველი
- 3 კარტოფილი
- 1 ხახვი
- მწვანილი, მარილი, პილპილი
მომზადება
მოხარშეთ კარტოფილი, სანამ იხარშება, დაჭერით წრიულ ფორმებად ხახვი და კუბიკებად ბულგარული წიწაკა.
სოსისებიც კუბიკებად დაჭერით. გაათბეთ ტაფა და კარგად შეწვით წიწაკა და ხახვი. 5 წუთი საკმარისი იქნება.
დაუმატეთ წიწაკას და ხავს მოხარშული კარტოფილი და შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით.
ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი სოსისი.
გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ ბოსტნეულიმ ზევიდან კვერცხი და სოსისები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით. დაახეხეთ ყველი და მიიტანეთ სუფრასთან.