იმისთვის, რომ ეს გემრიელი იტალიური კერძი დავაგემოვნოთ, არაა საჭირო ლეონარდო და ვინჩის სამშობლოში ჩავიდეთ, ნამდვილ იტალიურ პასტას სოკოთი საკუთარ სამზარეულოშიც წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მოამზადებთ!
ყველა პროდუქტი მარტივი და ხელმისაწვდომია, მომზადებას კი 20 წთ სჭირდება.
კერძი, რომლის რეცეპტსაც გაგანდობთ, კუჭს ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობს!
ინგრედიენტები ცომისთვის
- 350 გ მაკარონი
- 400 გ სოკო
- 1 ცუკინი
- 1 ხახვი
- 2–3 კბილი ნიორი
- 100 გ ყველი პარმეზანი
- 50–70 გ მწვანილი
- მარილი, პილპილი
- მზესუმზირის ზეთი შეწვისთვის
მომზადება
- ცუკინი გარეცხეთ და დაჭერით ფირფიტებად, ნიორი დაჭყლიტეთ. ხახვი დაჭერით წვრილ ნახევარწრეებად. ყველი გახეხეთ.
- შამპანიონები გარეცხეთ და თხლად დაჭერით.
- ხახვი ნიორთან ერთად შეწვით ტაფაზე ცოტაოდენ მზესუმზირის ზეთში. დაამატეთ სოკო, მარილი, პილპილი გემოვნებით და შეწვით 5-7 წთ-ის მანძილზე.
- ქვაბში ჩაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხარშეთ მაკარონი . 5 წუთით ადრე მომზადების დასრულებამდე, მაკარონს ცუკინი დაუმატეთ.
- მზა მაკარონს ცუკინისთან ერთად დაუმატეთ სოკოს და ხახვის მასა და აურიეთ. თუ საჭიროა გადაასხით სითხე, რომელშიც მაკარონი იხარშებოდა. ჩათუშეთ პასტა ტაფაზე ნელ ცეცხლზე, 2-3 წთ.
- გაანაწილეთ თეფშებზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მარილი და გახეხილი პარმეზანი.
გთავაზობთ კერძის მომზადების კიდევ ერთ ვარიანტს. ამ რეცეპტში მაკარონს 80გ ნაღები დაუმატეთ.
მომზადება
- აიღეთ ღრმა ქვაბი, ისეთი, მაკარონი რომ ადვილად მოთავსდეს. მოათავსეთ მასშ სპაგეტი, სოკო, ცუკინი, ნიორი, დაასხით წყალი. დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- მიიყვანეთ ადუღებამდე, შეამცირეთ ცეცხლი და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე, არ დაახუროთ თავზე, სანამ მაკარონი მზად არ იქნება (8-10 წთ.) დაუმატეთ პარმეზანი, ნაღები, დაჭყლეტილი მწვანილი და საგულდაგულოდ აურიეთ.
-