ყველაზე რთული ამ რეცეპტში არაჟნის და ბანანის შერევაა

სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია დესერტის გარეშე. ამ საფინალო კულინარიული აკორდით დიასახლისი გვიჩვენებს რომ საქმის ოსტატია. სტუმრები კი მას მოუთმენლად ელიან.

წარმოგიდგენთ ჟელეს რეცეპტს, რომელსაც სახლში მარტივად და სწრაფად მოამზადებთ. ეს დესერტი უყვართ არამხოლოდ ბავშვებს, არამედ დიდებს, რადგანაც რბილი და ტკბილია.

ინგრედიენტები

  • 1 ლ არაჟანი (რაც უფრო ცხიმიანია, მით უკეთესი)
  • 250 გ შაქარი
  • 3–4 ბანანი
  • 30 გ ჟელატინი
  • ვანილის შაქარი და შოკოლადი სურვილისამებრ

მომზადება

გამოიღეთ არაჟანი მაცივრიდან, რათა ოთახის ტემპერატურაზე გათბეს. დაიწყეთ მიქსერით ათქვეფა, დაამატეთ შაქარი , მათ შორის ვანილის და გააგრძელეთ ტქვეფა შაქრის სრულ გახსნამდე.

წყლიან ჭურჭელში მოხარშეთ ჟელატინი სრულ გახსნამდე. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე

დაჭერით ბანანები კუბიკებად.

მოამზადეთ ჭურჭელი შელესთვის.თითოეულ ჯამში გაანაწილეთ ბანანის ნაჭრები.

შეაერთეთ გაციებული ჟელატინი და არაჟანი. აურიეთ არაჟანი კოვზით და მასში ნელ-ნელა ჟელატინი ჩაასხით.

ახლა არაჟნის მასა ჩაასხით ბანანიან ჭურჭელში. შედგით მაცივარში თუ სტუმრები უკვე მოვიდნენ  და გეჩქარებათ, მაშინ საყინულეში.

დააყარეთ დაფხშვნილი შოკოლადი.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ბანანი ნებისმიერი კენკრით ჩაანაცვლოთ. ზამთარშიც კი შეძლებთ მის მომზადებას თუ გაყინული ხილი ან კენკრა მოგეპოვებათ.