რომელი ნიღაბი იპყრობს თქვენს ყურადღებას?
1
სხვა ადამიანებს გრძნობთ
იმ ადამიანებს შორის ხართ, რომლებსაც არ უყვართ ჩვენება იმის, თუ რეალურად როგორ ხედავენ ადამიანს. ძალიან დაკვირვებული ხართ და შეგიძლიათ წინ მჯდომი პიროვნების ყველა საიდუმლო გახსნათ. გრძნობთ როდის გატყუებენ ან ცდილობენ დაგაბნიონ. მაგრამ, მაშინაც, კი თუ გაიგებთ, რომ თქვენ მიმართ გულწრფელები არ არიან, ამ ადამიანზე თქვენი ძვირფასი დროის დახარჯვას არ გაანგრძNობთ და უბრალოდ მოიშორებთ მას თქვენი ცხოვრებიდან.
2
მატყუარა გარეგნობა
თუ ეს ნიღაბი არჩიეთ, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანების მიმართ სიცივეს ამჟღავნებთ და ყოველთვის დისტანციას იჭერთ. მხოლოდ ახლობლებმა იციან, რომ შინაგანად რბილი, თბილი და გამგები ადამიანი ხართ. გიყვართ ადამიანების დახმარება, მაგრამ არასდროს აძლევთ საშუალებას კისერზე დაგაჯდნენ.
3
ჩაკეტილი პიროვნება
თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, საუბრობს იმაზე, რომ ფიქრების და იდეების გაზიარება არ გიყვართ. პლაგიატის გეშინიათ. თქვენი იდეები ხომ თქვენი ცხოვრებაა – როგორც პროფესიონალურ, ისე პიროვნულ საკითხებში. მაგრამ, არ ღირს ასეთ ჩაკეტილ პიროვნებად დარჩენა, რადგანაც ხანდახან, კოლექტიურ მუშაობას მივყავართ სასურველ წარმატებამდე.
4
“ცხარე” პიროვნება
თუ ეს ნიღაბი არჩიეთ, მეტყველებს იმაზე, რომ შინაგან ცხოველს მალავთ. რთული ტემპერამენტით გამოირჩევით და ამას ყველა ვერ უმკლავდება. მაგრამ, შეგიძლიათ თქვენი ენერგია სწორად მიმართოთ და საბოლოოდ ღირსეულ შედეგს მიიღებთ.