როგორ მოვამზადოთ კატლეტები ქათმის ღვიძლით

ქათმის ღვიძლი უგემრიელესი პროდუქტია, რომელსაც იმაზე დიდი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ხორცს. მაგრამ, თუ მისი კლასიკურად შეწვა არ გინდათ, ჩვენ ორიგინალურ რეცეპტს გასწავლით.

მიირთვით არაჟანთან, მდოგვთან ან სოიოს სოუსთან ერთად.

შეგიძლიათ ის საქონლის ღვიძლისგანაც მოამზადოთ, მაგრამ ქათმით უფრო გემრიელი, რბილი და ჰაეროვანი გამოდის.

 

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ღვიძლი
  • 1 დიდი ხახვი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 5 ს.კ. სუხარები
  • საკმაზები, მარილი და პილპილი
  • მცენარეული ზეთი
  • მწვანილი

მომზადება

  1. გარეცხეთ ღვიძლი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაამატეთ მაიონეზი და დატოვეთ 30 წთ.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე. 
  3. დაუმატეთ ღვიძლს ხახვი, კვერცხი, სუხარები. კარგად აურიეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი და საკმაზები.
  4. დააწყვეთ გაცხელებულ ტაფაზე კოვზით. კარგად შეწვით ოროვე მხარეს.
  5. მოაყარეთ მწვანილი და მიიტანეთ მდოგვით ან არაჟნით.

მოამზადეთ სხვადასხვა ღვიძლით და შეადარეთ გემოები!