ქართული სალათა პომიდორითა და თხილით

მსუბუქი და გემრიელი ქართული სალათა ბოსტნეულის სიყვარულითაა შთაგონებული. მისი გემო მთელ ოჯახს მოეწონება. არ მოგერიდოთ ექსპერიმენტების, დაუმატეთ სალათს ტკბილი წიწაკა, ყაბაყი, ბოლოკი ან შამპინიონები, ყველი და ხაჭო…

ინგრედიენტები

  • 500 გ პომიდორი
  • 50 გ ნიგოზი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 1 ცხარე წიწაკა
  • მარილი და შავი პილპილი
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადება

დაჭერით პომიდორი საშუალო ნაჭრებად.

დაჭყლიტეთ თქვენთვის სასურველი მეთოდით ნიგოზი.

წვრილად დაჭერით ყველა მწვანილი: ხახვი, კამა და ოხრახუში. დაუმატეთ ქინძი.

შეაერთეთ მწვანილი, პომიდორი და წიწაკა. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და შავი პილპილი.

დააყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, დაასხით ვაშლის ძმარი, დაუმატეთ ზეთი და აურიეთ.

ამ სალათის მომზადების სხვა ვარიანტიც არსებობს. ნიგოზი, წიწაკა, მარილი და ნიორი ბლენდერში დაჭყლიტეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ღვინის ძმარი, აურიეთ და წყლით არაჟნის კონსისტენციამდე მიიყვანეთ. ეს ნაზავი დაასხით დაჭრილ პომიდორს და მწვანილს, აურიეთ.

კომენტარის დატოვება