ცომშემოხვეული ქათმის ბარკლების რეცეპტი

ვის გააკვირვებთ ბარკლებით? ის ყველასთვის სწრაფი და გემრიელი საკვებია, მაგრამ სადღესასწაულო სუფრისთვის ნაკლებად გამოდგება. იმისთვის რომ მას გამორჩეული იერი შევძინოთ, ფენოვანი ცომი დაგვეხმარება.

შედეგი გაგაოცებთ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც. თუ გსურთ, ხორცი წინასწარ არაჟნის, მდოგვის და საუნელების მარინადში მოათავსეთ და მისი მარილით და ნიორით დატენიანება აღარ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

ქათმის ბარკალი 8-10ც

მაგარი ყველი 100გ

ნიორი 2-4 კბილი

კვერცხი 1 ც

სეზამის მარცვლები 2-3 ჩ.კ.

მარილი, ნივრის ფხვნილი, შავი პილპილი

მომზადება

გარეცხეთ და გააშრეთ ბარკლები, დააყარეთ მარილი, მშრალი ნიორი და სუნელები გემოვნებით.

ნაჭერით წვრილ ნაჭრებად ყველი, მოათავსეთ თითო ნაჭერი თით ბარკალზე.

წინასწარ გაყინული ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. დაჭერით 1.5 სმ სისქის ჯოხებად. თითოეულ ბარკალს ისე შემოახვიეთ, როგორც სურათზეა. დატოვეთ ადგილები ერთმანეთს შორის.

ზეთწასმული ბარკლები ლანგარზე მოათავსეთ და სილიკონის ჯოხის მეშვეობით წაუსვით ცომს ათქვეფილი კვერცხი. 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთით მოათავსეთ.

მიიტანეთ სუფრასთან სალათასთან ან პიურესთან ერთად. ეს მარტივი კერძი ყველას შეუყვარდება!

კომენტარის დატოვება