რა არის თქვენი იდუმალი მიდრეკილება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი იდუმალი მიდრეკილება სიამოვნების მისაღებად. გაიგეთ რა გმართავთ:

ვერძი – კოფეინი

თქვენ კოფეინზე ხართ დამოკიდებული. ეს მშვენივრად აისახება თვენს უშრეტ ენერგიასა და ცხოვრების პოზიტიურ ხედვაზე. ბუნებით ენთუზიასტი ხართ. ყავა ახალი მწვერვალების დასაპყრობად გეხმარებათ და თქვენ იდუმალ “მეს” ააშკარავებს. გიყვართ დიდი სიჩქარით მუშაობა.

კურო – საჭმელი

საჭმელზე საკუთარ თავს უარს ვერ ეუბნებით. ნამდვილი “ფუდჰოლიკი” ხართ. არ დაგენანებათ უკანასკნელი გროშები მოდურ რესტორანში შესასვლელად. იქნება ეს ბურგერი, სტეიკი, კრაბი, პიცა თუ პასტა – ვერ ნაყრდებით.

ტყუპები – სოციალური ქსელები

არაა გასაკვირი, რომ ინტერნეტზე ხართ დამოკიდებული. მისი განვითარების ერა თქვენი ნიშაა. ურთიერთობა ასე ადვილი არასდროს ყოფილა. მუდამ ათვალიერებთ სოციალურ ქსელს თუ არ გაქვთ საქმე ან მოგწყინდათ.

კირჩხიბი – სიყვარული

სიყვარულით ხართ შეპყრობილი. გიჟდებით ყველაფერზე, რაც სიყვარულს ეხება. მოგწონთ ამ განცდის გამოცდა. გიყვართ გაზიარება. გიზიდავთ ყველაფერი საუკეთესო, რაც სიყვარულში არსებობს. ოქროს გული გაქვთ და სხვებზე მუდამ დარდობთ.

ლომი – სიმდიდრე

ყველაფერი საუკეთესო და მდიდრული გიზიდავთ. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ და მართლაც კარგი ადამიანი ხართ. ამიტომაც თვლით, რომ საუკეთესოს იმსახურებთ ამ სამყაროში.

ქალწული – ორგანიზება

წესრიგის დამყარებისკენ ხართ მიდრეკილნი. ვერ იტანთ, როცა რარაც თავის ადგილას არაა. შფოთავთ, თუ ხედავთ ოთახს სრულ ქაოსში. ყველაფერს გააკეთებთ, რომ ნივთებმა თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ.

სასწორი – რომანტიკა

კირჩხიბების მსგავსად, რომანტკით და სიყვარულით ხართ შეპყრობილნი. პირველებისგან განსხვავებით, თვენ უფრო სიყვარულის იდეა გიზიდავთ და არა რეალობა. მოგწონთ აურა, რომელსაც ურთიერთობა ქმნის. ზღაპრების ფანი ხართ.

მორიელი – ფიზიკური კონტაქტი

მორიელი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ამიტომაც თქვენი დიდი მიდრეკილება ფიზიკური კონტაქტია. ესაა ის, რაც სიყვარულს განიჭებთ და რითიც მას გასცემთ. ყოველთვის ცდილობთ ახლობლებს განცდები შეხებით გაუზიაროთ.

მშვილდოსანი – მოგზაურობა

არავისთვისაა საიდუმლო, რომ თქვენი დიდი ვნება ეს მოგზაურობაა. სულით მაწანწალა ხართ. მკერდში მოგზაურის გული გიცემთ. მუდამ მზად ხართ გამოიკვლიოთ ახალი ადგილები. ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა გძაბავთ. გიყვართ მოძრაობის თავისუფლება.

თხის რქა – მუშაობა

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე დისციპლინირებული და მეთოდური ხართ. ამიტომაც, კარგი ხართ იმაში, რაზეც ძლიერ დამოკიდებულებას ამჟღავნებთ – სამსახურში. არარეალურ სიამოვნებას იღებთ პასუხისმგებლობისგან და იმისგან, რაზეც მუშაობთ. ცდილობთ გრაფიკს არ ჩამორჩეთ. დიდ იმედებს ამყარებთ მომავალზე და იცით, რომ მიზნებს მიაღწევთ, თუ არ იზარმაცებთ და ასე განაგრძობთ.

მერწყული – ცოდნა

დამოკიდებული ხართ ყველაზე იმაზე, რაც თქვენი ტვინის სტიმულაციას ახდენს. ეს მოიცავს წიგნებს, ფაზლებს, ვიდეოთამაშებს… მერწყული გონებით მოქმედებს. ინტელექტს კი გავარჯიშება სჭირდება. სწორედ ეს საქმე გგვრით სიამოვნებას.

თევზები – ძილი

გიჟდებით ძილის პროცესზე. მოგწონთ იმის ფიქრი, რომ გრძელი, რთული დღის შემდეგ სახლში მიხვალთ და გემრიელად დაიძინებთ. არ უშვებთ ხელიდან შანსს დივანზე ჩათვლიმოთ. ეს საქმე გიყვართ იმიტომ, რომ სიზმრებს აღმერთებთ.

კომენტარის დატოვება