მწვადი “კოკა-კოლაში” გაგისინჯავთ? ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ!

როცა ქუჩაში თბილი და სასიამოვნო ამინდია, სწრაფად გვინდა ჩახუთული ოფისიდან გავიქცეთ და ქალაქგარეთ გავისეირნოთ, ვიცურაოთ, რუჯი მივიღოთ, მზის სხივები შევიგრძნოთ და მწვადი მივირთვათ. ფიქრობთ პიკნიკზე ამ შაბათ-კვირას?

ყველაფერმა უფრო საინტერესოდ რომ ჩაიაროს, ერთ ორიგინალურ რეცეპტს გაგიზიარებთ, მარინადს მწვადისთვის. ამჯერად არანაირი კეფირი, ღვინო ან ალუბალი. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხორცი კოკა-კოლით, რათა რბილი და წვნიანი გამოვიდეს.

ინგრედიენტები

ღორის ხორცი 1 კგ

კოკა-კოლა 300 მლ

სოიოს სოუსი 4 ს.კ.

მარილი, შავი პილპილი

მომზადება

ხორცი გარეცხეთ და დაჭერით დიდ ერთნაირ ნაჭრებად. მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში.

მოაყარეთ მარილი და საყვარელი საკმაზები, ჩაასხით გაზიანი სასმელი და სოიოს სოუსი, კარგად აურიეთ და მაცივარში 6 საათით მოათავსეთ.

შეწვით ხორცი შამფურზე, დარჩენილი მარინადი ოდნავ გაათბეთ და დროდადრო მწვადს გადაავლეთ.

როცა მწვადი შეიწვება, შამფურებიდან ლავაშით ჩამოასრიალეთ და სუფრასთან მიირანეთ. ლავაში არომატული წვენით გაიჟღინთება და უფრო გემრიელი იქნება. თუ გსურთ მარინადს ხახვიც დაუმატეთ.

კომენტარის დატოვება