ჟოლოს ტორტის სურათის დანახვაც კი მადას აღძრავს – მოამზადეთ თავად!

ზაფხული იმიტომ გვიყვარს, რომ ყოველთვე შეგვიძლია ახალი ხილით და კენკრით დავტკბეთ. ბავშვების და საკუთარი თავის გასახარებლად წარმოგიდგენთ ორიგინალურ რეცეპტს: “დათვის მალინაში” . ეს გასაოცარი დესერტი ნებისმიერ სუფრას მორთავს, მისი გემო და არომატი საერთოდ ღვთაებრივია!

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 450 გ

ნაღების კარაქი 360 გ

შაქარი 550 გ

კვერცხი 3 ც

კვერცხის გული 4 ც

ნაღების ყველი 450 გ

ჟოლო 300 გ

იოგურტი 350 გ

ჟოლოს მურაბა 180 გ

სიმინდის სახამებელი 50 გ

ძმარი 1 ს.კ.

კაკაოს ფხვნილი 1 ს.კ.

წყალი 75 მლ

სოდა 0.5 ჩ.კ.

მარილი, გამაფხვიერებელი, საღებავი.

მომზადება

ნაღების კარაქის ნახევარი ათქვიფეთ კრემოვანი სტრუქტურის მიღებამდე 350 გ შაქრით. მორიგეობით ჩაამატეთ კვერცხი, ძმარი და წითელი საღებავი. კვერცხისა და კარაქის მასას დაუმატეთ ფქვილი, მარილი, სოდა, გამაფხვიერებელი და იოგურტი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ, სანამ ცომი ერთიანი არ გახდება.

ცომი ორ ნაწილად გაყავით და ცალ-ცალკე ფორმებში 180 გრადუსზე გამოაცხვეთ. დაახლოებით 35-40 წუთი. მზა ცომი გააცივეთ, გაჭერით შუაზე და უსწორმასწოროები გაასწორეთ.

ჟოლო საცერში გაატარეთ, 100 გ შაქართან აურიეთ და ნელ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. კიდევ 100 გ შაქარი ათქვიფეთ კვერცხის გულებთან და სახამებელთან ერთად. კვერცხის მასა ჟოლოს პიურეს შეუერთეთ და მუდამ ურიეთ. მოხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მასა არ გასქელდება, შემდეგ ბოლომდე გააცივეთ.

ნაღების ყველი აურიეთ კენკრის პიურესთან და დარჩენილ კარაქთან. ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

ჟოლოს ჯემი გაცერით და წყალი დაუმატეთ. ცომმა მასა უნდა შეიწოვოს, შემდეგ ჟოლოს კრემი წაუსვით. დაფარეთ ზედაპირი.

მზა ტორტი მაცივარში 4-6 საათით დატოვეთ. სუფრასთან მიტანამდე ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ გააჩერეთ.

“დათვი ჟოლოში” მშვენიერი ვარიანტია სადღესასწაულო მომენტებისთვის დიდ კამპანიაში. ის საკმაოდ დიდი გამოდის. მის მსოამზადებლად არამხოლოდ ნედლი, არამედ გაყინული კენკრაც გამოგადგებათ.

კომენტარის დატოვება