1990-იან წლებში ერთი ბერძენი ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა და გადაწყვიტა ბავშვობის საყვარელი პროდუქტები მიერთმია. მაგრამ, როცა სახლის ზღურბლს გადააბიჯა, მიხვდა რომ კბილის საშინელი ტკივილის გამო კერძის ტრადიციულ ფორმებს ვერ მიმართავდა და პროდუქტები დაჭრა, აურიე და ყველი ფეტა მოაყარა. ასე შეიქმნა ბერძნული სალათის რეცეპტი.
შედეგი ყველასთვის სასიამოვნოა. ბერძნული სალათი განსაკუთრებით პიკანტური გემოსთვის უყვართ. ყველა რესტორანი და კაფე მას საკუთარი პატარა ცლილებებით ამზადებს. მოდით დავბრუნდეთ წარსულში და მისი კლასიკური ვარიანტი მოვამზადოთ.
ინგრედიენტები
ყველი ფეტა 200გ
ქონდარი 1 ს.კ.
წიწაკა ჩილი 1 ც
ნიორი 1 კბილი
ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
კიტრი 0.5 ც
ბულგარული წიწაკა 1 ც.
პომიდორი ჩერი 350 გ
წითელი ხახვი 0.5 ც
ზეთისხილი 200 გ
ღვინის ძმარი 2 ს.კ.
ორეგანო 0.5 ჩ.კ.
მომზადება
დაჭერით ყველი ფეტა კუბიკებად. მოათავსეთ ცხიმგამძლე ფორმაში.
მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, წიწაკა ჩილი და ქონდარი. მოასხით ზეთი. გამოაცხვეთ 10 წუთი 200 გრადუსზე. გამოიღეთ და გააცივეთ.
გაჭერით კიტრი ორად და დაჭერით წვრილ ნაჭრებად, წითელი ხახვი ნახევარწრეებად, ბულგარული წიწაკა კუბიკებად. პომიდორი ჩერი შუაზე.
გადაიტანეთ ჯამში დაჭრილი ბოსტნეული, დაუმატეთ ზეთისხილი, ყველი ფეტა, ორეგანო და ღვინის ძმარი.
არ გაგონებთ თეფში საღებავების პალიტრას? გემოსა ერთოდ დაუვიწყარია! ტრადიციული ბერძნული სალათი მზადდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რესტორნებსა და კაფეებში მას ნამდვილირ ეცეპტით არ ამზადებენ.