ტორტი – სადღესასწაულოდ ავტომატურად განგვაწყობს, მაგრამ მის მოზადებას რამდენიმე საათი შრომა სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ დრო და ენერგია არ გყოფნით, მშვენიერ რეცეპტს წარმოგიდგენთ.
გასაკეთებელი მხოლოდ ლიმნის კრემია. მას შემდეგ ფხვიერ ორცხობილას წაუსვამთ. არ აირჩოთ ძალიან ტკბილი.
ინგრედიენტები
კვერცხი 4 ც
შაქარი 120 გ
ლიმნის ცედრა 2 ს.კ.
რძე 1 ლ
ორცხობილა 300 გ
სიმინდის სახამებელი 60 გ
მომზადება
რძეს დაუმატეთ ცედრა და ცეცხლზე შემოდგით. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი შაქართან. გაცხელებული რძე ჩაასხით ჭიქაში, გახსენით მასში სახამებელი და ისევ ქვაბში გადაასხით. იქვე დაუმატეთ კვერცხის მასა. მუდმივი მორევით ნარევი მსუბუქ ადუღებამდე მიიყვანეთ. გააცივეთ.
ფორმის ზევიდან წაუსვით კრემის თხელი ფენა, დააწყვეთ ორცხობილის პირველი ფენა და ზევიდან ისევ კრემი წაუსვით. ასე ფენებად გააგრძელეთ, სანამ ტორტს არ ააწყობთ. მოაყარეთ ლიმნის ცედრა. დესერტი მაცივარში ერთი საათით მაინც მოათავსეთ.