სანამ კიდევ არის ახალი კარტოფილი. ჩაიწერეთ ეს რეცეპტი და აუცილებლად მოამზადეთ.

როგორ ამზადებთ ახალ კარტოფილს? ტრადიციულად ხახვსა და ნიორში წვავთ და როზმარინით აცხობთ? ჩვენ მრავალფეროვნებას გთავაზობთ. გაუკეთეთ მას პიკანტური ავოკადოს სოუსი საოცარი ლიმნის არომატით.

ინგრედიენტები

კარტოფილი 700გ

ზეითუნის ზეთი 50 მლ

ნივრის ფხვნილი 1 ჩ.კ.

ზღვის მარილი, შავი პილპილი

ავოკაცო 1 ც

ნიორი 2 კბილი

ლიმნის წვენი 0.5 ს.კ.

ოხრახუში ნახევარი კონა

მომზადება

კარტოფილი საგულდაგულოდ გარეცხეთ. მოხარშეთ მარილიან წყალში მომზადებამდე. წყალი გადაასხით, კარტოფილი კი 10 წუთის მანძილზე გააცივეთ.

ავოკადოს სირბილე დაჭყლიტეთ და ბლენდერში ნიორთან და ლიმნის წვენთან ერთად მოათავსეთ. დაამატეთ ზღვის მარილი და შავი პილპილი. მიეცით პიურეს ფორმა და მოასხით ზეითუნის ზეთი.

გაზქრუის ლანგარს კარაქი წაუსვით და მასზე კარტოფილი მოათავსეთ. თითოეული მათგანს რამე საგნით დააწექით და მიჭყლიტეთ. მოაყარეთ პილპილი, მარილი, ნივრის ფხვნილი, ზეთი და 200 გრადუსზე 25 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ.

ცხელ კარტოფილს დაჭყლეტილი ოხრახუში და სოუსი მოასხით.

კომენტარის დატოვება