5 ზედმეტად მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი – ისინი ამას არ აღიარებენ.

ზოგიერთ ოჯახში გაგება და ნდობაა დასადგურებული, ზოგგან კი ეჭვიანობა ყველაფერს აფუჭებს! ხანდახან ადამიანებს ისე ეშინიათ პარტნიორის დაკარგვა, რომ მათ ყველა მოძრაობას და ნაბიჯს აკონტროლებენ. უნდა იცოდნენ ყოველ წუთას სად და ვისთან ერთად არის მათი მეორე ნახევარი და როდის დაბრუნდება.

ისინი ყოველ 20 წუთში რეკავენ. ფსიქოლოგების აზრით ეჭვიანობა საკუთარ თავში არსებული პრობლემებიდან მოდის. ასტროლოგები ყურადღებას რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანზე ამახვილებენ.

1. ტყუპები

ისინი გარეგნულად ეჭვიანობას არ ავლენენ და ამას ისე ოსტატურად მალავენ, რომ ფიქრობთ მსგავსი ემოცია საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში ქარბორბალა მათ სულში ღრმადაა ჩამარხული. ძალიან სტკივათ, როცა საყვარელი ადამიანი სხვების მიმართ სიყვარულს გამოხატავს, უბრალოდ ამას კარგად ნიღბავენ.

2. მორიელი

ისინი თავიანთი მესაკუთრე ნატურის წყალობით საშინლად ეჭვიანები არიან. მორიელი ფიქრობს, რომ თუ მისმა პარტნიორმა ის აირჩია, ესეიგი, მისი კონტროლის ქვეშ მოქცევაზეც თანხმობა განაცხადა. მორიელთან ყოფნა ნამდვილად რთულია.

3. თევზები

თევზები ხშირად საკუთარი დაბალი თვითშეფასების გამო ეჭვიანობენ. იმდენად ეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი, რომ ფიქრობენ საყვარელი ადამიანი უკეთესის გამო დატოვებთ.

4. კირჩხიბი

რამდენადაც კირჩხიბებში ღალატისკენ მიდრეკილება არსებობს, პარტნიორისგან იგივეს გაკეთებას ნამდვილად არ მოელიან. პირიქით, ამის ეშინიათ კიდეც. ხანდახან უსაფუძვლოდ ეჭვიანობენ და საკუთარ წარმოსახვაში შეყვარებულის ღალატის სცენებს ხატავენ.

5. კურო

კუროებს მდიდრული ფანტაზია აქვთ, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მეორე ნახევარი ყველასთან ღალატობთ – დაწყებული უფროსიდან დამთავრებული მაღაზიის გამყიდვლამდე. ამ ზოდიაქოს ნიშნებმა ხანდახან უნდა დაისვენონ და ტელევიზორს ნაკლებად უყურონ.

თუ თქვენი რჩეული ეჭვიანობს, დაელაპარაკეთ მას ამ თემაზე, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. რაც უფრო მეტად ეცდებით თქვენი ერთგულების და უმწიკვლობის დადასტურებას, მით უფრო ნაკლებად დაიჯერებენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერი საუცხოოდ იქნება.

კომენტარის დატოვება