რაც ზაფხული დადგა ყოველდღე მივირთმევ სახლში დამზადებულ გემრიელ ნაყინს.

გემრიელი ნაყინის მისართმევად მაღაზიაში წასვლა აუცილებელი არაა! შეგიძლიათ ის თავად მოამზადოთ. ამასთან ის სავსებით ნატურალური იქნება. საყვარელი დესერტის დამოუკიდებლად მომზადება რთული არაა. წარმოგიდგენთ 5 რეცეპტს, რომელიც მაღაზიის ნაყინს დაგავიწყებთ.

კლასიკური ნაყინი

მზადდება მარტივად და არომატული, ჰაეროვანი და გემრიელი გამოდის. გემოს გაძლიერებისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი კომპონენტი დაამატოთ: თხილი, კენკრა, შოკოლადი.

ინგრედიენტები
  • 5 კვერცხი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 0,5 ლ რძე
  • 250 გ ნაღები (33% ცხიმიანობით)
  • 10 გ ვანილინი

მომზადება

განაცალკევეთ ცილა კვერცხის გულისგან. ცილა სხვა კერძისთვის შეინახეთ, მხოლოდ გული დაგჭირდებათ. ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილინთან ერთად ერთგვაროვან მასამდე.

აადუღეთ რძე. მისი ნახევარი დაუმატეთ კვერცხის გულს და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით რძის მეორე ნახევარ ნაწილში.

მუდამ ურიეთ, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე სქელი არაჟნის კონსისტენციამდე 3 წუთი. მიღებული მასა ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ და შემდეგ შედგით მაცივარში.

გაციებული ნაღები მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ, აურიეთ კვერცხისა და რძის მასას და დახურული კონტეინერით საყინულეში შედგით

შოკოლადის ნაყინი

ინგრედიენტები
  • 300 მლ რძე
  • 100 გ მაგარი შოკოლადი
  • 85 გ შაქარი
  • 300 გ ნაღები (33% ცხიმიანობის)
  • 3 კვერცხის გული

მომზადება

დატეხეთ შოკოლადი ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით რძე. დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ ფილა არ დადნება. გააცივეთ.

შაქარი და კვერცხის გული აურიეთ. პროცესში რძე ჩაასხით და ნელ ცეცხლზე დადგით. მუდამ ურიეთ, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

შემოდგით ქვაბი წყლიან ჭურჭელში და მოურიეთ. ათქვიფეთ ცივი ნაღები მიქსერით და მიიყვანეთ კრემის კონსისტენციამდე, შემდეგ რძიან მასას აურიეთ.

გადაიტანეთ ფართო ფორმაში, დაახურეთ თავზე ან გადააცვით საკვები პარკი. საყინულეში 4 სთ შეინახეთ.

ნაყინი შესქელებული რძით და მარწყვით

ინგრედიენტები
  • 480 მლ ნაღები
  • 380 გ შესქელებული რძე
  • 200 გ მარწყვი

მომზადება

მიქსერის ჯამში მოათავსეთ ადრე გაციებული ნაღები და აღქვიფეთ კრემოვან კონსისტენციამდე.

დაუმატეთ შესქელებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა.

დაჭერით მარწყვი ნაჭრებად, მოათავსეთ ნაღების მასაში და აურიეთ.

ნაყინი მოხერხებულ ჭურჭელში გადაიტანეთ. დაახურეთ ქაღალდი ან თავსახური და მაცივარში 3 საათით შეინახეთ.

ნაყინი ხილის პიურეთი ნაღების და რძის გარეშე

ინგრედიენტები
  • 150 გ შაქარი
  • 80 გ მზესუმზირის ზეთი
  • 5 კვერცხი
  • 2 ფორთოხალი
  • 2 ბანანი
  • 1 ს.კ. ვანილის შაქარი

მომზადება

განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გულს დაამატეთ 100 გ შაქარი და მცენარეული ზეთი. ათქვიფეთ მიქსერით 5 წთ.

ხილი გარეცხეთ და ქერქისგან გაანთავისუფლეთ. დაჭერით ნაჭრებად.

ფორთოხალი და ბანანი დაჭყლიტეთ ბლენდერში პიურედ. დაუმატეთ კვერცხის გულის მასა და ისევ ათქვიფეთ.

დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ვანილი და ისევ ათქვიფეთ.

დაუმატეთ ცილა და აურიეთ.

ნაყინი ფორმებში მოათავსეთ და საყინულეში მინიმუმ 3 საათით შედგით.

ხილის ყინული

ინგრედიენტები
  • 200 გ მარწყვი
  • 3 კივი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 150 მლ წყალი
  • 2 ჩ.კ. ლიმნის წვენი

მომზადება

ჩაასხით წყალი ქვაბში, მოაყარეთ მარილი. გააცხელეთ შაქრის ბოლომდე გახსნამდე. დაუმატეთ ლიმნის წვენი. მათ რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და ხილის სიტკბოზე.

მარწყვი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ან ბლენდერში გაატარეთ. მარწყვის პიურეს დაუმატეთ შაქრის სიროფის ნახევარი.

კივი გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად და ბლენდერში დაჭყლიტეთ. დაასხით დარჩენილი შაქრის სიროფი.

ფორმების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტიკური ჭიქები და ხის ჯოხები. ან მზა, სპეციალური სამზარეულოს ფორმები.

ერთ ჭიქაში მარწყვის პიურე ჩაასხით, შეავსეთ ნახევრამდე. მეორეში კივი. შუაში ჯოხები ჩაარჭვეთ. შედგით საყინულეში 60 წუთით.

დაასხით დარჩენილი პიურე და შეავსეთ ჭუქები. მაცივარში 3 საათით მოათავსეთ.იმისთვის, რომ ჭიქებიდან ამოიღოთ, რამდენიმე წამი ცხელ წყალში ჩადეთ.

კომენტარის დატოვება