ორცხობილა “ქრიზანთემა” რომელიც პირში სასიამოვნოდ იფხშვნება

დღეს მაღაზიებში ნებისმიერი სახის ორცხობილას ვიშოვნით. მაგრამ, რისგან ამზადებენ და რას უმატებენ მათ, ზუსტად არ ვიცით. ამიტომაც, ბევრი დესერტის სახლში მომზადებას ამჯობინებს. ეს ეკონომიურიცაა და ნატურალურიც. ყოველთვის სასიამოვნოა გავიაზროთ, რომ რაიმე გემრიელობა ჩვენი ხელით მოვამზადეთ.

ახლა წარმოგიდგენთ “ქრიზანთემის” გამოცხობას ხორცსაკეპი მანქანით.

ინგრედიენტები
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 250 გ ნაღების კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
მომზადება

ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ 2 კვერცხი და დაუმატეთ შაქარი. აურიეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაუმატეთ სოდა და ვანილის შაქარი.

დაუმატეთ ნაღების კარაქი. დაიწყეთ ათქვეფა და ნელ-ნელა ჩააყარეთ ფქვილი.

როცა ცომი გასქელდება, დაიწყეთ ხელით მორევა. შემდეგ მაცივარში ნახევარი საათით მოათავსეთ.

გაციებული ცომი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებული ფორმები პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ და გაზქურაში შედეთ.

ორცხობილები 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ.

გააცივეთ ლანგარზევე. მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით.

ასეთი ნაზი, ფხვიერი და ჰაეროვანი ნამცხვარი ჩაის და ყავას საუცხოოდ მოუხდება.

კომენტარის დატოვება