ჩვეულებრივ, პელმენების მოსამზადებლად, დიასახლისები მთელ დღეს ანთავისუფლებენ ხოლმე. სამზარეულოში ფუტკრებივით შრომობენ, მონდომებით ახვევენ ფარშს ცომში.
რა თქმა უნდა, შედეგი გასაოცარია, მაგრამ რა ვქნათ მაშინ თუ დრო კატასტროფულად არ გვყოფნის, პელმენები კი ახლავე გვინდა? მაღაზიაში ნაყიდი სახლში მომზადებულთან ახლოსაც ვერ მოვა! გამოსავალი არსებობს. წარმოგიდგენთ ერთ საინტერესო ვარიანტს. სცადეთ ეს არაბანალური რეცეპტი და შედეგით უსაზღვროდ კმაყოფილი დარჩებით.
ინგრედიენტები
წყალი 300 მლ
მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ.
მარილი 0.5 ჩ.კ.
ხორბლის ფქვილი 500 გ
ღორის ფარში 450 გ
ხახვი 3 ც
ნიორი 1 კბილი
სტაფილო 1 ც
ტომატპასტა 2 ს.კ.
მარილი, პილპილი, შაქარი
მომზადება
ჩაყარეთ ფქვილი ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ მარილი, აურიეთ და ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ. ჩაასხით 300 მლ ცხელი წყალი, აურიეთ ინგრედიენტები სუფრის კოვზით. შემდეგ ჩაასხით მზესუმზირის ზეთი და აცადეთ გაციება.
სამუშაო ადგილას დაყარეთ ფქვილი, ცომი თანაბრად გააბრტყელეთ, შეახვიეთ საკვებ ქაღალდში და ოთახის ტემპერატურაზე 15-20 წთ დატოვეთ.
გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ 2 ხახვი და 1 სტაფილო. შეწვით ბოსტნეული ქვაბში მზესუმზირის ზეთზე მსუბუქ ოქროსფერ შეფერილობამდე.
ბლენდერში მოათავსეთ 1 გასუფთავებული ხახვი და 1 კბილი ნიორი. დაუმატეთ მიღებულ მასას ფარში, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.
ცომი სამ თანაბარ ნაწილად გაყავით. ერთ-ერთი მათგანი გააბრტყელეთ და სპირალებად დაჭერით.
ცომის სიგრძეზე ხორცის ბურთულები მოათავსეთ, ერთმანეთთან 1 სმ დაშორებით. ცომი ხორცის ბურთულების გარშემო შემოაკარით.
ფრთილად მოათავსეთ მიღებული პელმენები ბოსტნეულის მასაზე.
გახსენით 2 ს.კ. ტომატპასტა ცხელ წყალში, მოაყარეთ მარილი და შაქარი და კარგად აურიეთ. დაასხით მიღებული სითხე პილმენებს. წყალმა ისინი უნდა დაფაროს.
მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წთ წამოდუღების შემდეგ.
ოდნავ გააცივეთ და მიირთვით. ასეთი კერძის გარშემო მთელი ოჯახი დიდი სიამოვნებით შემოიკრიბება.