ვეგეტარიანებელი ყველა საჭირო ვიტამინს ხილისგან, ბოსტნეულისგან და მარცვლეულისგან იღებენ, განსხვავებით იმათგან, რომლებიც ამ პროდუქტებს გაურბიან.
წარმოგიდგენთ სასარგებლო რეცეპტს კომბოსტოსგან, რომლის მომზადებისთვისაც კვერცხი არ გჭირდებათ.
კომბოსტოს კატლეტები შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის და მარხვის დროს. მარტივად მზადდება, დრო კი ნახევარ საათზე მეტი არ მიაქვს.
ინგრედიენტები
- 1 კგ კომბოსტო
- 1 დაჭყლეტილი ხახვი
- 100 გ მანის ფაფა
- 100 გ ფქვილი
- 2 კბილი ნიორი
- 1 კონა კამა
- 2 ს.კ. სუხარი
- პილპილი, მარილი
მომზადება
აადუღეთ წყალი და დაჭერით კომბოსტო 4 ნაწილად. სჯობს ახალგაზრდა აიღოთ, უფრო მსუბუქი და გემრიელია. მაგრამ, ძველიც გამოგადგებათ.
მარილიან წყალში კომბოსტო 10 წთ ხარშეთ.
ამოიღეთ კომბოსტო წყლიდან და ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ ან ბლენდერში დაჭყლიტეთ. გაწურეთ, რათა წყლისგან დაიცალოს, მაგრამ არა ბოლომდე.
გარეცხეთ და დაჭერით კამა, ხახვი და ნიორი.
დაამატეთ კომბოსტოს კამა, ხახვი და ნიორი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ კომბოსტოს ფარში.
დაამატეთ ფქვილი და მანის მარცვლები, საგულდაგულოდ აურიეთ მასა. დაუმატეთ ფქვილი და მანი ნელ-ნელა, რათა კატლეკი კარგი მოცულობის გამოვიდეს. დააყენეთ ფარში 10 წთ.
მიეცით ფარშს კატლეტების ფორმა და ამოავლეთ სუხარებში.
შექვით კომბოსტოს კატლეტები ოქროსფერ შეფერილობამდე მცენარეულ ზეთში.
მრავალფეროვნებისთვის ეცადეთ მოამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოთი, ასე უფრო დამანაყრებელი იქნება და ხორცის კატლეტებისგან ვერ განასხვავებთ.