თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ მშვენიერ ტორტზე, რომლის შემადგენლობაშიც არცერთი გრამი ფქვილი არაა, სამაგიეროდ ნახევარი კილო სასარგებლო თხილი, ჰაეროვანი ბეზე და მსუბუქი კრემია კაკაოსთან ერთად.
თხილი ძალიან ძლიერად არ დაჭყლიტოთ, რათა უფრო ლამაზი გამოვიდეს. გემო უკეთესი იქნება, თუ ბირთვს მშრალ ტაფაზე მსუბუქად შეწვავთ. საგუდაგულოდ აარჩიეთ კვერცხი: მაქსიმალურად ახალი. ამ სასწაულის ერთხელ მომზადების შემდეგ, სხვა დესერტი საერთოდ აღარ მოგინდებათ.
ინგრედიენტები
კვერცხის ცილა 10 ც
შაქრის პუდრა 400 გ
ნიგოზი 400-500 გ
სახამებელი 2 ს.კ.
კვერცხის გული 10 ც
კაკაოს ფხვნილი 2 ს.კ.
კონიაკი 1 ს.კ.
რძე 100მლ
ნაღების კარაქი 200 გ
მომზადება
ცილა აურიეთ 240 გ შაქრის პუდრასთან და ათქვიფეთ მიქსერით. ფრთხილად დააყარეთ სახამებელი და ერთი მიამრთულებით ურიეთ. პორციებად დაუმატეთ ცილის მასას შემწვარი თხილი.
პერგამენტ გახვეულ ჭურჭელში მოათავსეთ მასა და ფრთხილად გაანაწილეთ კოვზით. გაზქურა 200 გრადუსზე გააცხელეთ და მასის მოთავსების შემდეგ, ცეცხლი 180-ზე დაწიეთ. გამოაცხვეთ 20-25 წთ. მან კარამელის შეფერილობა უნდა მიიღოს.
დამდნარი ნაღების კარაქი მსუბუქად ათქვიფეთ და გვერდზე დატოვეთ.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული 160 გ შაქრის პუდრასთან, დაუმატეთ რძე და აურიეთ. წყლიან ჯამში რეგულარული არევისას მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ მოხარშოთ. დააცადეთ გაციება.
გაციებულ კრემს დაუმატეთ ნაღების კარაქი, კაკაოს ფხვნილი საცერის მეშვეობით და კონიაკი. ათქვიფეთ მიქსერით.
მზა მასა 2 ან 3 ნაწილად გაყავით, მოაცალეთ პერგამენტი. მორიგეობით წაუსვით კრემი ყველა ფენას. დააყარეთ ის დაფხშვნილი ნაწილებით, რომლებიც მისი მოჭრისას მოგრჩათ.
ფენას პერგამენტი კოვზით გამოცხობისთანავე მოაცალეთ, სანამ ცხელია. მორთეთ დაფხშვნილი შოკოლადით, თხილით და ქოქოსის ფანტელებით.