როგორ უნდა შეაყვაროთ თავი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს – 6 გზა

1. მიეცით მას სივრცე

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ტყუპთან სასიყვარულო ურთიერთობის ქონისას შეიძლება გააკეთოთ, მისთვის პირადი სივრცის დატოვებაა. არ უნდა მოაბეზროთ მას თავი და არ უნდა იყოთ ზედმეტად მომთხოვნი, თორემ ის თქვენგან გაიქცევა. აცალეთ გააკეთოს ის, რაც თქვენს გაცნობამდეც მოსწონდა.

მუდამ მის გვერდით ყოფნა მის თვალში ინტერესს დაგაკარგვინებთ. თუ ამ რჩევას დაუჯერებთ, იგი სამუდამოდ თქვენი ერთგული იქნება და სხვა ქალისკენ არც კი გაიხედავს.

2. გაამხიარულეთ

ტყუპი მამაკაცის შენარჩუნება რთულია, თუმცა ეს ნამდვილად ღირს. მან იცის, რომ მუდამ განსხვავებული რამეების გამოცდა ცხოვრების მთავარი მიზანია, ამიტომ იგი არასდროსაა მოწყენილი. თუ მას მისცემთ იმას, რაც სურს, ტყუპი აუცილებლად გააკეთებს იგივეს თქვენთვის და უფრო მეტსაც. იყავით მხიარული და გამოამჟღავნეთ იუმორის გრძნობა მასთან ყოფნისას. ეს მის სიყვარულს თქვენს მიმართ გააორმაგებს.

3. დაინტერესდით მისი აზრით

როდესაც ტყუპი შეგიყვარდებათ და მასთან იქნებით, გაითვალისწინეთ რომ ამ ურთერთობას ყველაზე ძლიერად მისი აზრით დაინტერესება და მასთან მის შეხედულებებზე საუბარი განამტკიცებს. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, სთხოვეთ თქვენს ტყუპ მამაკაცს დახმარება და აზრი. ის ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ის ფაქტიც კი, რომ მას აზრი ჰკითხეთ, უდიდეს სიმაღლეზე აიყვანს მის ეგოს. ასე თქვენს პარტნიორს მუდამ ბედნიერს ამყოფებთ.

4. იყავით დამოუკიდებელი

თუ გინდათ რომ ტყუპს თქვენს მიმართ გრძნობები გაუძლიერდეს, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა გქონდეთ. უნდა გქონდეთ ისეთი გართობის საშუალებები, რომელიც მას საკუთარი თავისთვის დროს უტოვებს. არ იყოთ მუდამ მის ქცევაზე დამოკიდებული და აკეთეთ ის, რაც გიყვართ. ასეთი თავისუფალი და ძლიერი იმიჯის მქონე ქალთან ყოფნა მის გულსა და ეგოს ერთნაირად მოხიბლავს.

5. იყავით სპონტანური

ყველა ტყუპს მოწონს პარტნიორი, რომელსაც გამუდმებით შეუძლია ახალი იდეების წამოჭრა და მისი თავგადასავლების მიმართულებით წაყვანა. კარგი იქნება თუ ისეთ კრეატიულ იდეებს შემატებთ თქვენს ურთიერთობას, რასაც იგი არასოდეს გააკეთებდა. თქვენ გაქვთ უფლება იყოთ გიჟური აზრების გამომთქმელი და შემსრულებელიც. მუდამ ეცადეთ გამოსცადოთ ახალი რაღაცეები და ტყუპი მუდამ თქვენს გვერდით ყოფნაზე იოცნებებს.

6. იყავით მომთმენი

როდესაც ტყუპთან ერთად გადაწყვეტთ ყოფნას, უნდა იცოდეთ რომ თქვენი მოთმინების უნარი მთავარი ელემენტია გრძელვადიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. უნდა გაიაზროთ, რომ მისი ხასიათის გამო შესაძლოა მან ცაში აგიყვანოთ და გაგაღმერთოთ, თუმცა ზოგჯერ გაფიქრებინოთ რომ მისთვის არაფერს წარმოადგენთ. ერთ დღეს შეიძლება იგი ყოველ წუთში გწერდეთ და გირეკავდეთ, მეორე დღეს კი საერთოდ არ გამოვიდეს კონტაქტზე. ტყუპს მოუსვენარი სული ნორმალური წესების გაყოლის ნებას არ აძლევს და მხოლოდ არაორდინალური ქცევებით ართობს მას.

კომენტარის დატოვება