ეს მარწყვის დესერტი იმსახურებს ყველა გამოცდილი დიასახლისის კულინარიულ წიგნში იკავებდეს ადგილს. ბავშვები სასარგებლო საკვებს მიიღებენ, დედა კი მომზადებაზე 20 წუთს დახარჯავს.
დესერტი გამოცხობის გარეშე
იდეალური ვარიანტი ზაფხულისთვის. არაა საჭირო გაზქურის ჩართვა, ცოლის მოზილვა და შიგთავსის მოგონება. გასწავლით არომატულ საზაფხულო დესერტს – ხაჭოს ბურთულებს მარწყვით.
მარწყვის ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ მის ფერსა და არომატზე. არ აირჩოთ იდეალურად მბზინვარე კენკრა. ასეთი მარწყვი გადამუშავებულია და ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. მარწყვი მშრალი უნდა იყოს, ბუნებრივი იერით და ფერით. ფოთლები მწვანე.
ინგრედიენტები
- 200 გ ფხვიერი ორცხობილა
- 90 გ ნაღების კარაქი
- 150 გ სახლის ხაჭო
- 200 გ მომცრო მარწყვი
- 2 ს.კ. შაქრის პუდრა (თუ ორცხობილა ძალიან ტკბილი არაა)
- 50 გ ქოქოსის ფხვნილი
- ვანილინი
მომზადება
ორცხობილა დაფხშვენით. აურიეთ ხაჭოსთან, რამდენიმე ნამცეც ვანილინთან და დამდნარ ნაღებს კარაქთან. თუ მასა საკმარისად ტკბილი არაა, დაუმატეთ შაქრის პუდრა და მოზილეთ მასა. ის ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
მარწყვი (სასურველია ერთი ზომის) გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოაძვრეთ ყუნწი. დატოვეთ სუფთა ჰაერზე, რათა მთლიანად გაშრეს.
აიღეთ ცომის ნაჭერი და ხელით მიეცით ფორმები სისქით 0.5 სმ. შუაში მოათავსეთ კენკრა, მოახურეთ თავი და დაამრგვალეთ.
თითოეული ბურთულა ამოავლეთ ქოქოსში. თუ არ გაქვთ, თხილში.
შედგით მაცივარში 10 წუთით.
თუ დიდი ზომის მარწყვები გაქვთ, შუაში გაჭერით. მარწყვის მაგივრად შეგიძლიათ ბანანი, ატამი ან სხვა ხილის გამოიყენოთ სეზონის მიხედვით.