აიღეთ კომბოსტო, მოაცალეთ ღერო და მოამზადეთ საიდუმლო ბოშური კერძი

ბოშები ამ რეცეპტს საიდუმლოდ ყვებიან, ჩვენ ის გავიგეთ და წარმოგიდგენთ რათა თავადაც მოამზადოთ. ის ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის.

ერთხელ თუ გასინჯავთ, გულგრილი ვერ დარჩებით. გამოგადგებათ ცხოვრების ყველა მომენტში.

ინგრედიენტები
  • 1 კგ ღორის ფარში
  • 100 გ ბრინჯი
  • 1 კგ კომბოსტოს ფოთლები
  • 4 საშუალო ზომის ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 პომიდორი (სურვილისამებრ)
  • 1 ს.კ. ტომატპასტა
  • 10 ს.კ. მზესუმზირის ზეთი შეწვისთვის
  • 2,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 ც.კ. ძმარი
  • 1 ჩ.კ. პილპილი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მწვანილი

მომზადება

დასაწყისისთვის მოამზადეთ კომბოსტოს ფოთლები. მოხარშეთ კომბოსტო და წყალში ძმარი დაუმატეთ.

მოამზადეთ შიგთავსი. 1კგ საშუალო ცხიმიანობის ხორცი საკეპ მანქანაში გაატარეთ. ბრინჯს მდუღარე წყალი დაასხით და 10 წთ გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადმოუღვარეთ.

მოხერხებულ ჭურჭელში მოათაავსეთ ფარში, ბრინჯი და დაუმატეთ მარილი და პილპილი.

წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო და წიწაკა.დაასხით ტაფაზე 10 ს.კ. მზესუმზირის ზეთი და შეწვით სტაფილო ხახვთან ერთად, დაუმატეთ წიწაკა და წვის ბოლოს ტომატპასტა. მუდამ ურიეთ ბოსტნეული რათა არ დაიწვას.

გაყავით შემწვარი ბოსტნეული 2 ნაწილად, დაამატეთ ერთი ნაწილი ფარშს. საგულდაგულოდ აურიეთ.

გადადით ფორმის მიცემაზე. ამისთვის გადაახვიეთ კომბოსტოს ფოთოლი სამკუთხედად და შეავსეთ ფარშით.

შემწვარი ბოსტნეულის მეორე ნაწილს დაუმატეთ 0.5ლ წყალი, მარილი, პილპილი და აადუღეთ. მიღებული სოუსი დაასხით კომბოსტოს ნაჭრებს.ფენებად დაყავით: კომბოსტოს ფენა, სოუსის ფენა, ისევ კომბოსტოს ფენა და ასე შემდეგ. ზევიდან დააჭერით პომიდორი და მწვანილი. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და დაფნის ფოთოლი.

მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე ნახევარი საათი.

მიირთვით არაჟანთან ერთად.

კომენტარის დატოვება