წარმოგიდგენთ მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ ვაშლის ნამცხვარს. ის გაჯერებულია ვაშლის გემოთი, რომელიც ნაზ არაჟნის კრემს ერწყმის.
ვაშლის ღვეზელი კრემით
ინგრედიენტები
- 1 კგ ვაშლი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 150 გ ნაღების კარაქი
- 0,5 ჭიქა არაჟანი
- 0,5 ჩ.კ. სოდა
- 1 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ.კ. ძმარი
მომზადება
ორი სუფრის კოვზი ფქვილი დაიტოვეთ კრემისთვის, დანარჩენი შეურიეთ დამდნარ ნაღების კარაქს, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ.
დაამატეთ ძმრით გაჯერებულ ცომს სოდა. მოზილეთ, ისე რომ საბოლოოდ ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
გათალეთ ვაშლი, მოაცალეთ შუაგული, დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ეცადეთ სხვადასხვას ახეობის ვაშლი აიღოთ. უფრო გემრიელი გამოვა თუ ტკბილ და წვნიან ჯიშებს გამოიყენებთ.
გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში, ზევიდან ვაშლის ნაჭრები დააწყვეთ ნებისმიერი განლაგებით. შეგიძლიათ ზევიდან მოაყაროთ დარიჩინი და შაქარი.
კრემისთვის აურიეთ შაქარი, კვერცხი, არაჟანი და 2ს.კ. ფქვილი. ათქვიფეთ მიქსერით. ლრემი თხევადი უნდა გამოვიდეს.
დაასხით კრემი ვაშლიან ცომს. 200გრაფუსზე გაცხელებულ გაზქურაში გამოაცხვეთ 40-50 წუთით.
გააცივეთ ფორმაშივე და შემდეგ ამოიღეტ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მიირთვით ჩაისთან ერთად.