ბადრიჯანი თითქმის ზეთის გარეშე. ასე ვწვავ და იმდენს ვჭამ, რამდენიც მეტევა.

ბადრიჯანი ძალიან სასარგებლოა. ის შეიცავს კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის და რკინის ოპტიმალურ რაოდენობას. მასშია ორგანიზმისთვის აუცილებელი კეროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. სწორად მომზადების შემთხვევაში მშვენიერ დიეტურ პროდუქტს მიიღებთ.

ნედლი ბადრიჯანი 100გრამზე 24 კალორიას შეიცავს. შეწვის დროს ზეთს ისრუტავს და ის 107-მდე იზრდება. ნივრით და ტომატით კი კალორიების რაოდენობა 132ს აღწევს. როგორ მოვამზადოთ ის ზეთის გარეშე?

ბადრიჯანი ზედმეტი ზეთის გარეშე

იქამდე, სანამ მრგვლად დაჭრილ ბადრიჯანს შეწვავთ, მიათავსეთ ისინი მიკროტალღურ ღუმელში. გააცხელეთ მაქდიმალირ ტემპერატურაზე და გააჩერეთ 5-7 წუთით. ბადრიჯანმა წვენი უნდა გამოუშვას. ახლა შეგიძლიათ ის ტაფაზე შეწვათ. ამ შემთხვევაში ის თითქმის არ შეიწოვს ზეთს და სწრაფად მომზადდება.

ჩაალბეთ დაჭრილი ბადრიჯანი მარილიან წყალში. შემდეგ დაასხით წყალი, ოდნავ დააწექით და ტაფაზე გადაიტანეთ. ამ შემთხვებაში ცოტაოდენი ზეთი დაგჭირდებათ.

დაჭერით ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი, დატოვეთ 20-30 წთ.  გაწურეთ წვენი და წაუსვით ბადრიჯანს კარაქი 4ს.კ. 1 კგ-ზე. ამის შემდეგ აურიეთ ხელებით, რათა კარაქი თანაბრად გადანაწილდეს. შემდეგ შეწვით მშრალ ტაფაზე.

იმისთვის, რომ ზეთსა და ბადრიჯანს შორის ბარიერი შექმნათ, ისინი ფქვილში ამოავლეთ.

ეს არის ბადრიჯნის მომზადების რამდენიმე წესი, რათა ზედმეტ კილოოგრამებს გაექცეთ. მას ხორცის ჩანაცვლებაც კი შეუძლია, თუ ვეგეტარიანულ დიეტას არჩევთ. ის უხდება ყველა დიეტურ პროდუქტს.

კომენტარის დატოვება