მაღაზიაში ჩვეულებრივ კეფირს ვყიდულობ და შემდეგ შესანიშნავ ყველს ვამზადებ. აი რეცეპტი

ჩვეულებრივი კეფირისგან ფეტას მსგავსი ყველის მომზადება შეგიძლიათ. ფეტა ტრადიციული ბერძნული ყველის სახეობაა, უგემრიელესი პროდუქტი, რომელსაც სახლშიც მოამზადებთ.

ინგრედიენტები
  • 2 ლ კეფირი (2,5% ცხიმით)
  • 3 ჩ.კ. მარილი
მომზადება

ჩაასხით კეფირი ქვაბში.

დაუმატეთ 2 ჩ.კ. მარილი. აურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე ნელ ცეცხლზე.

როცა კეფირი ადუღებას დაიწყებს, თავზე ბუშტები გაუჩნდება, ხაჭოს მასა ზევითკენ წამოვა და დაბლა შრატის მსგავსი სითხე დარჩება. ამ ნიშნებს რო შეატყობთ, გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან.

მოამზადეთ ჭურჭელი. აიღეთ ღრმა ჯამი. დააფინეთ ორმაგი მარლა.

თეთრი მასა მარლაზე მოათავსეთ. დაუცადეთ რამდენიმე წუთი, რათა სითხე გაიწოვოს.

შეახვიეთ ყველი მარლაში, გაუკეთეთ ნასკვი. გადაიტანეთ მაცივარში.

1 საათის შემდეგ შეგიძლიათ გამოიღოთ და დაჭრათ.

ის იმ ფორმაში გაცივდება, როგორშიც შეინახავთ. შეგიძლიათ სხვანაირი ფორმა მისცეთ.

კომენტარის დატოვება