მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი, რომელიც პირში დნება

წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს იმ შემთხვევებისთვის, თუ კლასიკური ნამცხვრების მომზადება მოგბეზრდათ და სიახლეს ეძებთ.

ინგრედიენტები
  • 100 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა კეფირი
  • 1,5 ст. ფქვილი
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 5–7 ვაშლი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 50 გ ნებისმიერი თხილი

მომზადება

გაასუფთავეთ ვაშლი ქერქისგან და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ნაღების კარაქი და ოდნავ ფქვილი მოაყარეთ.

აურიეთ ვაშლი დარიჩინთან და მოათავსეთ ფორმაში.

აურიეთ მიქსერით 50გ დამდნარი ნაღების კარაქი, ნახევარი შაქარი და კვერცხი. დაუმატეთ კეფირი და გამაფხვიერებელი. გააგრძელეთ ათქვეფა, დაუმატეთ ფქვილი. მასამ სქელი არაჟანი უნდა მოგაგონოთ.

მზა ცომი ჩაასხით ფორმაში ვაშლის ზევიდან. გამოაცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში, 30-40 წუთით.

სანამ ის გაზქურაშია, თხილის მასა მოამზადეთ. დაბალ ცეცხლზე, მომცრო ქვაბში დაადნეთ ნაღების კარაქი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და აურიეთ სრულ გახსნამდე, შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ.

თხილი დაჭყლიტეთ საჭყლეტით ან დააქუცმაცეთ დანით. აურიეთ ნაღებისა და შაქრის მასასთან.

მზა ნამცხვარი გამოიღეთ გაზქურიდან და გადაასხით თხილის მასა.არ გამორთოთ გაზქურა.

თხილიანი ნამცხვარი დააბრუნეთ გაზქურაში და მაშინვე გამორთეთ. აცალეთ 30 წთ. სუფრასთან მთლიანად გაციებული მიიტანეთ.

მსგავსი ნამცხვარი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

კომენტარის დატოვება