ქუჩაში დამზაადებულ ჩებურეკს რთულად თუ ავუვლით გვერდს ისე, რომ არ მივირთვათ, მაგრამ, შემდეგ ხდება ხოლმე, რომ მუცელი გვტკივა. თუ ეს კერძი ძალიან გიყვართ, მოამზადეთ სახლში და პროდუქტების სიჯანსაღეში თავად დარწმუნდებით. გვერწმუნეთ, ამ რეცეპტით ხრაშუნა ჩებურეკი უგემრიელესი გამოდის. თანაც, ამაზე 1 საათიც არ დაგეხარჯებათ.
ინგრედიენტები
- 600 გ ფქვილი
- 300 მლ წყალი
- 1 კვერცხის გული
- 300 გ ფარში
- 1 დაჭყლეტილი ხახვი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მარილი, პილპილი
მომზადება
გაცერით ფქვილი ჯამში.
აურიეთ კვერცხის გული, მარილი, საგულდაგულოდ ათქვიფეთ, დაასხით წყალი და კიდევ აურიეთ.
კვერცხის მასა ნელ-ნელა დაასხით ფქვილს და აურიეთ ცომი. თუ მაგარი გამოვა, ცოტა წყალი დაუმატეთ.
დაუმატეთ მცენარეული ზეთი. მზა ცომი რბილი უნდა იყოს.
შეახვიეთ ცომი პაკეტში და მაცივარში 30წთ გააჩერეთ.
ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
აურიეთ ფარში ხახვთან. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ წვრილად.
ხორცის მასა თანაბრად გაანაწილეთ ცომზე და ზევიდან შეახვიეთ.
შეკვრის შემდეგ კიდევ ერთხელ გააბრტყელეთ.
გააცხელეთ ტაფა ზეთით და შეწვით ჩებურეკები ოქროსფერ შეფერილობამდე.
მოათავსეთ ჩებურეკები ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზეთი გაიწოვოს. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 12 ჩებურეკი გამოგივათ.
შეგიძლიათ მიაყოლოთ ცხარე და ტკბილი სოუსები. სახლში მომზადებული სოუსი მაიონეზს და კეტჩუპს დაგავიწყებთ.