ჩვენი სხეული იმაზე მეტს გვეუბნება საკუთარ თავზე, ვიდრე ფსიქოლოგები და ახლო ადამიანები.
ჩაიტარეთ უჩვეულო ტესტი: უბრალოდ შეკარით მუშტი.
დაიხედეთ რა მდგომარეობაშია ცერა თითი.
№ 1
კეთილი, ენერგიული და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მშვენიერი იუმორის გრძნობა გაქვთ და ადამიანები თქვენთან ყოველთვის ინტერესით არიან. ის ხართ, ვინც მუდამ იმაზე აკეთებს, ვიდრე ამბობს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულიერად გულგატეხილი ხართ და ყველაფერს გულთან ახლოს იღებთ. გყოფნით დელიკატურობა უზრდელობას უხეშად არ უპასუხოთ. ფრთხილად იყავით, შეიძლება ადამიანებმა თქვენი სიკეთით ისარგებლონ. ნუდ აელოდებით დახმარებას ადამიანებისგან, რომლებსაც არ მოწონხართ.
ეცადეთ კარგად მოექცეთ ადამიანებს, მაგრამ მეორე ნახევარი არ დაივიწყოთ. მასაც სჭირდება თქვენი ზრუნვა.
№ 2
თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის და თავისი მნიშვნელობა ესმის. პრინციპული ხართ და ინტელექტით გამოირჩევით. ყოველთვის მზად ხართ ახალი ცოდნისთვის და თქვენთან სასაუბრო თემის გამონახვა მარტივია. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების მხარდაჭერა, თუ მას იღებთ, დაბრკოლებები აღარ გაშინებთ.
რომანტიკულ ურთიერთობაში თქვენზე ერთგული არავინაა. გარეგნულად მორცხვობთ და ემოციებს არ ავლენთ. არ შეგეშინდეთ გრძნობების გაზიარების, თქვენი მეორე ნახევარი ამას დააფასებს.
№ 3
პირველად გაცნობისას ადამიანებს შესაძლოა თქვენზე არასწორი წარმოდგენა შეექმნათ. ხშირად მორცხვობთ უცხო ადამიანებში, ყოველთვის არ მიგყავთ საუბარი, მაგრამ საოცარი უნარი გაქვთ საკითხი განჭვრიტოთ და პრობლემის გადაჭრის გზა მონახოთ.
ხდება ხოლმე, რომ სრულყოფილებამდე სწრაფვისას ახლობელი ადამიანები გულს გტკენენ ან მათ კარგავთ. ეცადეთ უფრო აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით დაკავდეთ.
სიყვარული დადებით გავლენას ახდენს თქვენზე. მაგრამ, მაქსიმალურად დიდხანს ინახავთ ურთიერთობას საიდუმლოდ. მეორე ნახევარს შეგიძლიათ ძლიერი წყენააპატიოთ, მაგრამ თქვენი კეთილშობილება ხანდახან სრულდება.