9 სალათის ვარიანტი გემრიელი ვახშმისთვის. დიეტური და მსუბუქია.

ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე, გამორიცხეთ ნახშირწყლები, არ მიირთვათ ტელევიზორის წინ, თვალყური ადევნეთ პორციებს და აირჩიეთ მსუბუქი სალათები!

ვახშამზე მსგავსი სალათებით მუცელში სიმძილებს გაექცევით.

მდოგვით

ინგრედიენტები

  • 260 გ სალათის ფურცლები
  • 3 პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 1 ხახვი
  • 0,5 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 4 ს.კ. იოგურტი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 80 გ მაგარი ყველი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გარეცხეთ სალათის ფურცლები, მწვანილი და ბოსტნეული.
  2. დაჭერით კიტრი, პომიდორი და ხახვი. დაჭყლიტეთ მწვანილი. წვრილად დაჭერით მაგარი ყველი.
  3. აურიეთ ყველი იოგურტთან, მდოგვთან და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
  4. ყველა პროდუქტი შეაერთეთ ერთ ჯამში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ქათმით და სოიოს სოუსით

ინგრედიენტები

  • 1 პომიდორი
  • 1 კიტრი
  • 200 გ ქათმის მკერდი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 100 გ სალათის ფურცლები
  • 1 კბილი ნიორი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად. ჩადეთ სოიოს სოუსა და ნიორში 20 წუთი. შეწვით ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე.
  2. გარეცხეთ სალათის ფოთლები და ხელით გახიეთ.
  3. დაჭერით კიტრი და პომიდორი.
  4. გადაიტანეთ ყველაფერი ჯამში, მოასხით ზეთი, მარილი და პილპილი.
დაკონსერვებული თინუსით

ინგრედიენტები

  • 2 კიტრი
  • 4 პომიდორი
  • 250 გ დაკონსერვებული ლობიო
  • 200 გ დაკონსერვებული თინუსი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გარეცხეთ ბოსტნეული. დაჭერით კიტრი და პომიდორი პატარა ნაჭრებად.
  2. გადაასხით სითხე ლობიოს კონსერვიდან. გადაიტანეთ ის ღრმა ჯამში. ზევიდან დაადეთ კიტრი და პომიდორი. თინუსის ფილე გაანაწილეთ ჩანგლით.
  3. მორთეთ ხახვის ბეჭდებით.
  4. შეკმაზეთ ზეთით, ლიმნის წვენით, მარილით და სუნელებით.
ქათმის მკერდით და ზეთის ხილით

ინგრედიენტები

  • 2 ვაშლი
  • 3–4 კიტრი
  • 1 ქათმის მკერდი
  • 5–8 ზეთისხილი
  • 3 ს.კ. უცხიმო იოგურტი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გახეხეთ ვაშლი ან დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაჭერით კიტრიც.
  2. მოხარშეთ ქათმის მკერდი. დაჭერით ხორცი. .
  3. გაყავით ზეთისხილები შუაზე.
  4. აურიეთ ყველა პროდუქტი. მორთეთ იოგურტით, მარილით და პილპილით.
ფიტნეს-სალათი

ინგრედიენტები

  • 300 გ ქათმის მკერდი
  • 1 კიტრი
  • 1 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2–3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ს.კ. იოგურტი
  • 0,5 კონა კამა
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. დაჭერით კიტრი წვრილ ჯოხებად. დაჭერით პომიდორიც და წიწაკაც.
  2. მოხარშეთ ფილე და დაჭერით.
  3. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. შეკმაზეთ იოგურტით, პილპილით და მარილით.
ვაშლით და კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • 1 ვაშლი
  • 0,5 კომბოსტო
  • 100 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 სტაფილო
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ვაშლი, ამოაჭერით შუაგული და გახეხეთ ან დაჭერით.
  2. გახეხეთ კომბოსტო. დაჭერით სტაფილო. აურიეთ დაკონსერვებული სიმინდი ვაშლთან.
  3. მოასხით პილპილი, ლიმნის წვენი და მარილი.
მელანთევზათი

ინგრედიენტები

  • 1 კგ მელანთევზა
  • 6 კვერცხი
  • 200 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 150 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 0,5 ლიმონი

მომზადება

  1. ცალ-ცალკე მოხარშეთ მელანთევზა და კვერცხი. ორივე პროდუქტი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
  2. დაჭერით დაკონსერვებული ანანასი მომცრო ნაჭრებად.
  3. აურიეთ ყველა პროდუქტი ღრმა ჯამში და მოასხით ლიმნის წვენი.
მელანთევზათი და ყველით

почему нельзя есть после 6

ინგრედიენტები

  • 300 გ მელანთევზა
  • 2 პომიდორი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 1 კბილი ნიორი
  • იოგურტი

მომზადება

  1. მოხარშეთ მელანთევზა, გაასუფთავეთ, დაჭერით.
  2. დაჭერით პომიდორიც. დაჭყლიტეთ ნიორი. მსხვილად დაჭერით ყველი.
  3. აურიეთ ყველაფერი და მოასხით იოგურტი გემოვნებით.
ორაგულით

ინგრედიენტები

  • 150 გ სალათის ფოთლები
  • 1 პომიდორი
  • 1 კიტრი
  • 250 გ ორაგულის ფილე
  • 20 გ მდოგვი
  • 20 გ თაფლი
  • 20 გ სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოამზადეთ სალათის ფოთლები, დაჭერით კიტრი და პომიდორი. აურიეთ ღრმა ჯამში.
  2. აურიეთ სოიოს სოუსი, მდოგვი და თაფლი. თუ საჭიროა დაუმატეთ მარილი.
  3. დაჭერით ორაგულის ფილე. შეწვით ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში. გადაიტანეთ პომიდორისა და კიტრის ჯამში.
  4. შეკაზმეთ თაფლისა და მდოგვის სოუსით. დაამატეთ პილპილი.

კომენტარის დატოვება