თუ თქვენს ოჯახში ღვეზელები უყვართ, გაახარეთ ახლობლები და მოამზადეთ გემრიელი კერძი ამ საოცარი რეცეპტით. ის მარტივად და სწრაფად მზადდება და გემრიელი და დამანაყრებელი გამოდის. მშვენიერი ვარიანტია ვახშმისთვის.
ასევე, ამ გემრიელობით ფიგურის დაზიანების არ შეგეშინდებათ. ინგრედიენტები დიეტურია. გემო და სარგებელი ერთად!
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა კეფირი
- 3/4 ჭიქა ფქვილი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- კომბოსტოს 1 მომცრო ღერო
- სეზამის მარცვლები (სურვილისამებრ)
- კამა
მომზადება
- კომბოსტო წვრილად გახეხეთ. მსუბუქად მოთუშეთ ტაფაზე ნახევრად მომზადებამდე. დაამატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი, მაგრამ არ გადააჭარბოთ, მარილი ცომსაც უნდა დაემატოს.
- აურიეთ 1 კვერცხი, ფქვილი, კეფირი და გამაფხვიერებელი, ცოტაოდენი მარილიც. ცომი საშუალო სისქის უნდა გამოვიდეს. დარჩენილი 2 კვერცხი ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში.
- მსუბუქად წაუსვით მცენარეული ზეთი გამოსაცხობ ფორმას, რომელშიც ღვეზელი უნდა გამოცხვეს. ჩაასხით მომზადებული ცომის ნახევარი, ზევიდან მოათავსეთ კომბოსტოს შიგთავსი, დაასხით კვერცხის მასა, შემდეგ ცომის მეორე ნაწილი. სურვილისამებრ მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ გაზქურაში 200 გრადუს ტემპერატურაზე 20-30 წუთით.
მას განსხვავებული შიგთავსებით მოამზადებთ: კარტოფილის, თევზის, ხორცის, სოკოს… ყოველ ჯერზე რაღაც ახალი გამოგივათ.