35 წლის წინ, 1984 წლის ბოლოს, ცნობილ ფანტასტს აიზეკ აზიმოვს 2019 წელზე საკუთარი პროგნოზის დაწერა სთხოვეს. აზიმოვი დათანხმდა და დადგა დრო მისი მოლოდინი გადავამოწმოთ.
რა ახდა
კაცობრიობას 3 აზრი უნდა აშფოთებდეს:
- ბირთვული ომის შესაძლებლობა.
- მასიური კომპიუტერიზაცია.
- კოსმიური გარემოს გამოყენება.
მასიური კომპიუტერიზაცია
აზიმოვი ამბობდა, რომ ამ პეროდში კაცობრიობა კომპიუტერის გარეშე ვეღარ იარსებებდა და მას ყველა სახლში გამოიყენებდნენ.
ზოგიერთი პროფესიის გაქრობა
ამ ფაქტს აზიმოვი კომპიუტერიზაციას უკავშირებდა. ბევრი საქმე ავტომატიზირებული გახდებოდა და ადამიანის ჩარევას არ გაითვალისწინებდა. მართლაც სტენოგრაფისტები და ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლები აღარ არსებობენ.
განათლების კონცეფციის ცვლილება
სასკოლო განათლებაც კომპიუტერებზე დაყრდნობილი იქნებოდა. თუ ინდუსტრიალიზაციამდე ადამიანს წერა-კითხის გარეშეც მაძღრად შეეძლო ცხოვრება, 2019 ში კომპიუტერის ცოდნის გარეშე ამას ვერ შეძლებდა. მეორე პროგნოზი ჯერ არ ამხდარა, მაგრამ ნელ-ნელა შესაძლოა ახდეს: აზიმოვი თვლიდა, რომ მასწავლებლებსაც მალე კომპიუეტერბი ჩაანაცვლებდნენ და ბავშვები განათლებას სახლში, ინდივიდუალურ ტემპსა და ინტერესებში მიიღებდნენ. დისტანციური ონლაინ სკოლების ფორმატი ზოგ ქვეყანაში უკვე არსებობს.
ეკოლოგიური პრობლემები
“ბუნების დაბინძურება უფრო და უფრო სავალალო გახდება. მასთან შებრძოლება კი უფრო რთული. ვიმედოვნოთ, რომ შეიქმნება ტექნოლოგიები, რომლებიც ამ პრობლემას გამაოსწორებენ.”
პირველი ნაწილი ახდა, თუცა მეცნიერებმა ჯერ კრიზისიდან გამოსავალი ვერ შეიმუშავეს.
რა არ ახდა (მაგრამ შეიძლება ახდეს)
1. რობოტები ყველა სახლში
თუ არ ჩავთვლით ჭკვიან მტვერსასრუტებს, ყავის აპარატებს და სხვა სახლის ნივთებს, ეს პროგნოზი ჯერ არ ახდა.
2. კოსმოსის წარმატებული დაუფლება
2019 წელს მისი პროგნოზით ადამიანები მთვარეზე ახალი ძალებით დაბრუნდებოდნენ და იქ სადგურს ააგებდნენ. ის ფიქრობდა, რომ ორბიტაზეც აიგებოდა გლობალური საწარმო, რომელიც პლანეტის დაბინძურებას შეამცირებდა. კოსმიურ ელექტროსადგურს მზის ენერგია უნდა გადაემუშავებინა.
3. მშვიდობა მთელ სამყაროში
ერებს შორის თანამშრომლობა დაისადგურებს, მაგრამ ამას ადამიანები ცივი გონებით გააკეთებენ, მიხვდებიან, რომ თანამშრომლობის გარეშე ყველა მოკვდება.