თუ ბევრი ხაჭო დაგიგროვდათ, გამოიყენეთ ის გემრიელი ფუნთუშების მოსამზადებლად. ეს დესერტი ყველასთვის საყვარელი გახდება. პირველ რიგში ისინი ჰაეროვანია, მეორე რიგში კი უსწრაფესად მზადდება.
აურიეთ ინგრედიენტები მოცემული რაოდენობით და 10 – 12 ფუნთუშას მიიღებთ.
ინგრედიენტები
ხაჭო 250გ
კვერცხი 2ც
შაქარი 5ს.კ.
მარილი
ვანილინი
გამაფხვიერებელი
ხორბლის ფქვილი 250გ
რძე 2ს. კ.
მომზადება
- ათქვიფეთ კვერცხი შაქართან, ვანილინთან და მარილთან ერთად. შეურიეთ ხაჭო.
- ფქვილს დააყარეთ გამაფხვიერებელი. მოზილეთ მსუბუქი ცომი. ხელებში ოდნავ უნდა სრიალებდეს.
- გაზქურაში პერგამენტი გაშალეთ და წაუსვით მცენარეული ზეთი.
- დაისველეთ ხელები ცივი წყლით. მიეცით ფორმა ფუნთუშებს. მოათავსეთ გაზქურაში 190გრადუსზე 12 წუთით.
- წაუსვით ფუნთუშებს რძე კულინარიული ფუნჯით. მოაყარეთ შაქარი. შედგით ისევ გაზქურაში 3-5 წუთით.
ფუნთუშები შევარდისფერდება. შეგიძლიათ სუფრასთან კენკრის სიროფთან ან დარიჩინთან ერთად მიიტანოთ.