დაბალკალორიული კენკრის ჟელე სასიამოვნო წასახემსებელია. მისით შეგიძლიათ საკვების სრულფასოვანი პორცია ჩაანაცვლოთ, მაგალითად ისაუზმოთ. ბავშვები დიდი სიამოვნებით შეექცევიან მას და მომზადებაში დახმარებაც არ დაეზარებათ.
ასეთი სასიამოვნო და გემრიელი დესერტი ორ ფენად მზადდება: ქვედა კენკრის პიურესგან შედგება, მარწყვის მთლიანი მარცვლებით, ზედა კი არაჟნისგან და სხვა საყვარელი კენკრისგან. გამოიყენეთ უცხიმო არაჟანი, მარყვი, ჟოლო, ქლიავი… და დაიწყეთ მომზადება…
ინგრედიენტები
არაჟანი 250მლ
შაქარი 6 ს.კ.
მარწყვი 500გ
ჟოლო 100გ
მოცვი 100გ
ჟელატინი 40გ
წყალი 400მლ
მომზადება
- 200 გ მაწყვი დაჭყლიტეთ ბლენდერში პიურეს მასის მიღებამდე. 20 გ ჟელატინი გახსენით 250მლ წყალში, გაახურეთ გაზავებამდე და გააცივეთ. აურიეთ პიურესთან, დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი.
- 200 გ მარწყვი, ნახევრებად დაჭრილი, ჟელეს ფორმაზე დააწყვეთ, დაასხით პიურე და მოათავსეთ მაცივარში 2.5 საათით.
- დარჩენილი ჟელატინი გახსენით 150მლ წყალში, ასევე გაახურეთ და გააცივეთ, დაასხით არაჟანი. მოაყარეთ 4 ს.კ. შაქარი და საგულდაგულოდ აურიეთ. დაამატეთ დარჩენილი მარწყვი და სხვა კენკრა.
- დაასხით არაჟნის ფენა მარწყვის პირველ გაციებულ ფენას დამოათავსეთ მაცივარში კიდევ 2 სთ.
ამ კენკრის ჟელეს ერთხელ გასინჯვისას, მის რეგულარულად მომზადებას დაიწყებთ. ზამთარში ის გაყინული კენრისგან გააკეთეთ, პიურე წვენის ნაზი ფენით ჩაანაცვლეთ. მშვენიერი იდეაა სადღესასწაულო სუფრისთვის.