გაინტერესებთ, როგორ უნდა მოამზადოთ სააღდგომო პასკა ვენური ცომისგან? ნაზი, ტკბილი და ჰაეროვანი. ამ რეცეპტის მიხედვით ის ძალიან გემრიელი გამოვა.
ვენური ცომი
ვენური ცომი პასკისთვის აუცილებლად თბილ სმზარეულოში უნდა მომზადდეს. გაექეცით ცივი ჰაერით ოთახის განიავებას – მას ეს არ უყვარს.
თავდაპირველად საფუარი გაამზადეთ, რომელიც მინიმუმ 8 საათი უნდა გააჩეროთ. ძალიან მოხერხებულია მისი საღამოს გაკეთება, რათა გამოცხობას დილით მიხედოთ.
მითითებული რაოდენობის პროდუქტებიდან 6 პასკა გამოდის.
ინგრედიენტები ცომისტთვის
500 გ შაქარი
6 კვერცხი
300 გ ნაღების კარაქი
50 გ საფუარი
500 მლ რძე
1,5 კგ ხორბლის ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
150 გ ქიშმიში ან ცუკატი
მცენარეული ზეთი
ინგრედიენტები ჭიქურისთვის
1–2 კვერცხის ცილა
1 ჩ.კ. ლიმნის წვენი
1 ჭიქა შაქრის პუდრა
მომზადება
გაათბეთ რძე რათა თბილი იყოს და არა ცხელი. გახსენით მასში საფუარი. ის ჩვეულებრივი არჩიეთ და არა მშრალი. აურიეთ კვერცხი და შაქარი.
მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთგვაროვან მასამდე. დაადნეთ ნაღების კარაქი და დაასხით საფუარიანი რძე. იქვე დაამატეთ შაქრიანი ათქვებილი კვერცხი.
ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. შეახვიეთ პირსახოცით და დადგით თბილ ადგილას. გააჩერეთ 8-10 საათი, სასურველი ღამით დატოვოთ.
დილით აურიეთ საფუარი, დაუმატეთ მარილი და ვანილის შაქარი. დააყარეთ გაცრილი ფქვილი.
დაამატეთ ქიშმიში ცომში. აურიეთ 20 წუთი, სანამ ხელებს არ მიეკრობა. რაც უფრო დდიხანს მოზილავთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.
მოათავსეთ ცომი ფორმებში, გაყავით 1/3-ზე. პასკების გამოცხობისთვის გამოიყენეთ მეტალის ან კერამიკის ფორმები. წაუსვით მცენარეული ზეთი, რათა ჭურჭლის კედლებს არ მიეწებოს.
ერთ-ერთი წარმატებული ვარიანტია ქაღალდის ფორმები. მათ ცხიმი არ სჭირდებათ და დამზადების შემდეგ ძალიან სიმპატიურად გამოიყურებიან. დადგით თბილ ადგილას 2 საათით.
როცა ცომი საკმარისად გაიზრდება ფორმებში, მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ, რომელიც მანამდე 200 გრადუსზე უნდა გააცხელოთ. გამოაცხვეთ 30-50 წთ. დრ პასკის ზომაზეა დამოკიდებული. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჯოხით.
მიქსერში ათქვიფეთ ცილა და ლიმნის წვენი ჭიქურისთვის.
გააგრძელეთ ათქვეფა ჩანგლით, დააყარეთ შაქრის პუდრა სანამ არ გასქელდება.
ცხელი პასკები დაფარეთ ცილა-შაქრის ჭიქურით, ხოლო ზევიდან ფერადი დეკორით მორთეთ.