მაიონეზი მავნე პროდუქტად ითვლება, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ მის გარეშე არ შეგვიძლია? პასუხი მარტივია: მოამზადეთ ის თავად. წარმოგიდგენთ საშინაო მაიონეზის გემრიელ და სასარგებლო ვარიანტს. რაც მთავარია, სამარცხვოს!
ინგრედიენტები
სელის ფქვილი 2 ს.კ.
მზესუმზირის ზეთი 125 მლ
წყალი 60მლ
ლიმნის წვენი 2 ს.კ.
მდოგვი 1.5 ჩ.კ
მარილი, შაქარი
მომზადება
- მოათავსეთ ქვაბში სელის ფქვილი, დაასხით წყალი, დადგით ნელთბილ ცეცხლზე და მუდამ ურიეთ, სანამ გლუვ მასამდე არ მივა. შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.
- დააყარეთ მარილი, დაამატეთ დამატკბობელი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა მასას უმატეთ 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. გააგრძელეთ ათქვება ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაასხით ლიმნის წვენი, დაამატეთ მდოგვი და სუნელები გემოვნებით. აურიეთ და მზადაა.