სპირტი, წყალი და ერთი საიდუმლო ინგრედიენტი – ტკიპები სხვადასხვა მხარეს გაიქცევიან

ზაფხულის დასვენების მოყვარულებმა იციან, რომ ბუნებაში ყოფნა მაქსიმალურად ფხიზლადაა საჭირო.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან?

  1. პიკნიკისთვის ადგილის მოძებნისას წიწვოვანი ტყე არჩიეთ. ამ შემთხვევაში ტკიპას საერთოდ ვერ შეხვდებით. ფოთლოვან ან შერეულ ტყეში გამგზავრებისას, ყურადღება მიაქციეთ მშრალ და მზით კარგად განათებულ მინდვრებს. გაექეცით მაღალ ბუჩქებს, ბუჩქნარებს, ჭაობებს.
  2. ბუნებაში დაჯდომამდე, ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმელს: მოკლე შორტები და მასირები სჯობს სხვა სიტუაციისთვის გადადოთ. უპირატესობა მიანიჭეთ სპორტულ სამოსს და მაღალყელიან წინდებს.
  3. სტატისტიკის მიხედვით, ტკიპებს უფრო მეტად სხეულის შემდეგი ნაწილები იკრავენ: კისერი, მუცელი და საზარდულის არე. ამიტომაც, ეს ზონები საგულდაგულოდ დაფარეთ.
  4. სანამ დასასვენებლად გაეშურებით, ტანსაცმელი სპეციალური ხსნარით დანამეთ, ასევე კანიც.
  5. გაყიდვაში სპეციალური სამოსიცაა, რომლებიც დამცავებს წარმოადგენენ.
  6. სახლში დაბრუნებისას გაიხადეთ ყველაფერი და დააკვირდით ხეულს, პარაზიტებს ხომ არ მიუგნიათ რაიმე ნაწილისთვის. ტანსაცმელი ცხელ წყალში გარეცხეთ.
  7. სახლში ტკიპას დანახვისას, სასწრაფოდ გაჭყლიტეთ.

თუ ქიმიური ხსნარების წინააღმდეგი ხართ, სახლში ეს მარტივი საშუალება მოამზადეთ.

ინგრედიენტები

  • 2 ჩ.კ. ნემსიწვერას ეთერული ზეთი
  • 2 ჩ.კ სამედიცინო სპირტი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება

  1. აურიეთ ეს ინგრედიენტები მომცრო ფლაკონში.
  2. ყოველ ერთ საათში დაასხით ტასნაცმელსა და სხეულის შიშველ ნაწილებს.

თუ არ გაგიმართლად და ტკიბა კანში მაინც მოხვდა, უყრუეთ ამ მასტერკლასს, რომელიც მისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება