ღუმელში მომზადებული ღვეზელები შემწვარზე სასარგებლოა. ზოგიერთი დიასახლისი იმიტომ არ კიდებს ხელს, რომ დიდი ხანი სჭირდება. ჩვენ ვეცდებით დავანგრიოთ ეს მითი და სწრაფი და მარტივი რეცეპტი შემოგთავაზოთ. რადგანაც ცომი საფუარის გარეშეა, ლოდინი არ გიწევთ. შიგთავსისთვის ხაჭოს მწვანილით და კვერცხით გთავაზობთ.
ინგრედიენტები
კეფირი 200მლ
ხორბლის ფქვილი 4ჭიქა
სოდა 1 ჩ.კ.
კვერცხი 3ც.
ხაჭო 100გ
მწვანილი 30გ
მწვანე ხახვი 30გ
მარილი
კვერცხის გული 1ც
მომზადება
- სოდას დაასხით კეფირი, დაამატეთ 2 კვერცხი და მარილი, აურიეთ ჩანგლით. დაამატეთ ფქვილი და მიიღეთ ცომი.
- ერთი მოხარშული კვერცხი წვრილ კუბიკებად დაჭერით. მწვანე ხახვი და კამაც დაჭერით. აურიეთ ეს ინგრედიენტები და მოაყარეთ მარილი.
- ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით. მოამზადეთ კვერები. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და მოუხურეთ თავი. დაალაგეთ ნაკერით ქვევით, შეახვიეთ პერგამენტით.
- გარედან წაუსვით კვერცხის გული. მოათავსეთ ღმელში, რომელიც 180 გრადუსზე უნდა იყოს გაცხელებული და 30 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ.
მზა ღვეზელები შეგიძლიათ მიაყოლოთ კერძს ან უბრალოდ ჩაის.