წარმოგიდგენთ კექსის დამზადების სპეციფიკას, რომელიც ყოველთვის გამოგივათ და არასდროს გაგიფუჭდებათ! შეგიძლიათ მისი დახმარებით მოულოდნელ სტუმრებსაც წარმატებით გაუმასპინძლდეთ. არარეალურად გემრიელი კექსი ჩირითა და თხილით თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 100 გ ნაღების კარაქი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- ნახევარი ლიმნის წვენი
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 1/2 ჭიქა ქიშმიში
- 1/2 ჭიქა შავი ქლიავი
- 1/2 ჭიქა გამხმარი გარგარი
მომზადება
- შავი ქლიავი და გარგარი საგულდაგულოდ გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
- ქიშმიში ფარეცხეთ, 10 წუთი ცხელ წყალში გააჩერეთ და გააშრეთ.
- ნიგოზი დაჭერით, მაგრამ არა ძალიან წვრილად.
- ღრმა ჯამში გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი და ერთგვაროვან მასამდე აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და სოდა.
- ნაღების კარაქი დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, გააცივეთ და დაამატეთ ცომს. იქვე დაუმატეთ ნახევარი ლიმონი. საგულდაგულოდ აურიეთ.
- დაამატეთ ცომს თაფლი, ჩირი და ნიგოზი. საგულდაგულოდ აურიეთ.
- გადაიტანეთ პერგამენტით ან ზეთით შემოსაზღვრულ ფორმაში. გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსამდე და მოამზადეთ 35-40 წუთის მანძილზე.
- გაცივებული კექსი მიიტანეთ სუფრაზე.
ვიტამინებით სავსე და მარტივად მოსამზადებელი კექსი მშვენივრად უხდება ყავას ან ცხელ რძეს. შეგიძლიათ მას შიგნით ნებისმიერი ჩირი დაუმატოთ და ყოველდღე მოამზადოთ.