აცტეკები და ინდიელები სიმინდს ნაკურთხ მცენარედ მიიჩნევდნენ. ამან დააინტრიგა კოლუმბი და რამდენიმე ტარო ევროპაში ჩაიტანა. ძღვენი განსაკუთრებით იტალიის, რუმინეთის და მოლდოვეთის მცხოვრებლებს გაუხარდათ.
სიმინდის ფაფა, რომლიც მომზადების რეცეპტიც ძალიან მარტივია, დაბალკალორიული და მიკროელემენტებით მდიდარია. პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ის სხვადასხვა კერძის დასამზადებლად გამოიყენება.
როგორ მოვხარშოთ სიმინდის ფაფა
მომზადების საიდუმლოებები
სისქე
სიმინდის მარცვლები სხვადასხვა სისქისაა: წვრილი, საშუალო, დიდი. წვრილი ბავშვთა კვებაში გამოიყენება, რომელსაც დაბალ ცეცხლზე 15 წთ ხარშავენ. საშუალო კერძების უმრავლესობას ერგენა და ნელთბილ ცეცხლზე 30წთ უნდა მოიხარშოს. დიდი მარცვლები კი ეფექტურად წმენდს კუჭს და 50 წთ ხარშავენ.
ქვაბში, წყლიან ჯამში, გაზქურაში თუ მიკროტალღურ ღუმელში?
ფაფა რომ კარგად მოიხარშოს, ფართო ჭურჭელი არჩიეთ. ხშირად ურიეთ ხარშვის დროს. 1 ნაწილ მარცვლებს წყლის ორი ნაწილი დაუმატეთ, ღუმელში 180 გრადუსზე 40 წთ-ით მოათავსეთ.
წყლიან ჯამში ნუ მოათავვსებთ. მიკროტალღურ ღუმელში შუშის ქვაბი გამოგადგებათ თავსახურით. დაასხით მარცვლებს მდუღარე წყალი, შედგით და მაქსიმალურ სიძლიერეზე მომართეთ. ამზადეთ 7 წთ, აურიეთ და კიდევ 5 წთ ხარშეთ.
სითხის რაოდენობა
ფაფის სითხისთვის 1 ჭიქა მარცვლებზე 4 ჭიქა სითხე გამოიყენეთ. გარნირისთვის 3 ჭიქა 1 ჭიქა სიმინდზე.
რამდენი მოვხარშოთ?
ხარშვის ხანგრძლივობა მარცვლების სიდიდეზეა დამოკიდებული. მაღაზიებში გავრცელებული მარცვლები ძირითადად 30 წუთი მოხარშვას ექვემდებარება.
წყალზე თუ რძეზე?
სიმინდის ფაფა რძეზე იდეალური გადაწყვეტილებაა ბავშვის გემრიელი საუზმისთვის. მოამზადეთ და აჭამეთ იქამდე, სანამ არ გამაგრდა. ფაფა ხორცის ან თევზის გარნირადაც გამოდგება. განსაკუთრებით კარგია ბოლონეზის სოუსთან.
მზა კერძი შრება
რაც არ უნდა წყალი დაამატოთ, სიმინდის ფაფა შრება. თუმცა ღომისთვის და იტალიური კერძებისთვის ეს თვისება კარგად გამოსაყენებელია.
რა უნდა ვქნათ ფაფა რომ გაიხსნას?
შეწვით მარცვლები მშრალ ტაფაზე, მუდამ ურიეთ. შემდეგ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და სუსტ ცეცხლზე მოხარშეთ.
რა ვქნათ თუ ფაფა დაიწვა?
გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში შავ პურთან ერთად და დაახურეთ თავსახური. 20-30 წუთის შემდეგ არასასიამოვნო გემო და სუნი გაქრება.
პოლენტა (იტალიური ღომი)
პოლენტა — უნივერსალური კერძია, რომელსაც იტალიელები არამხოლოდ გარნირად, არამედ დესერტის სახითაც იყენებენ, ასევე პურის ნაცვლადაც. ყველაფერი მომზადების რეცეპტზეა დამოკიდებული. ის კი ბევრნაირია.
ინგრედიენტები
- 150 გ მაგარი ყველი
- 150 მლ ხორცის ბულიონი
- 500 მლ წყალი
- 300 გ ხორცის ფარში
- 200 გ სიმინდის მარცვლები
- 80 გ ხახვი
- 1 ს.კ. ნაღების კარაქი
- 500 მლ რძე
- 100 გ სარდელი
- შავი პილპილი
- მარილი
მომზადება
რძე და წყალი შეურიეთ და გაათბეთ, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
დაჭერით დიდ ჯამზე ყველი, სარდელი კუბიკებად და ხახვი წვრილად.
გამთბარი რძე დაასხით სიმინდის ფქვილს, დაახურეთ თავზე და 20 წუთი ნელთბილ ცეცხლზე ხარშეთ.
პარალელურად შეწვით ხახვი, დაამატეთ ფარში და იქამდე შეწვით სანამ მუქ ფერს არ მიღებს. დაამატეთ დაჭრილი სარდელების ნახევარი და კიდევ რამდენიმე წუთი წვით, შემდეგ დაასხით ბულიონი, დააყარეთ მარილი და პილპილი და ყველაფერი ერთად 15 წუთი თუშეთ.
მასა თანაბრად გაანაწილეთ , ზევით ყველის ნახევარი მოათავსეთ, შემდეგ ფარში, ფაფის მეორე ნაწილი და დარჩენი ყველი და სარდელი.
გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 15 წთ.
პოლენრა მზადაა. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.