ხორცის ძეხვეულის ნაწარმი

საუკეთესო ძეხვეულია ის, რომელიც სახლში მზადდება! წარმოგიდგენთ რამდენიმე რეცეპტს.

სახლის ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 200 გ საქონლის ხორცი
  • 400 გ სალა
  • 8 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 2–3 ჩ.კ. მარილი
  • 2–3 ს.კ. წყალი
  • 2–4 ნაწლავი

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ ნაწლავები. საგულდაგულოდ გარეცხეთ. აუცილებლად გააჩერეთ ცივ მარილიან და ძმრიან წყალში 3-4 საათით. შემდეგ ისევ გარეცხეთ.
  2. ხორცი და სალა დაჭერით დიდ ნაჭრებად, დაამარილეთ, დააპილპილეთ, დაამატეთ ნიორი და კარგად აურიეთ. დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი.
  3. მომზადებულ ფარშს ხორცსაკეპი მანქანით ნაწლავები დაუმატეთ. მაცივარში 4-5 სთ გააჩერეთ.
  4. შემდეგ შეწვით ან ღუმელში 1 სთ გამოაცხვეთ.

უკრაინული გამომცხვარი ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი
  • 18 გ მარილი
  • 2 გ შაქარი
  • 2,5 გ შავი პილპილი
  • 10 გ ნიორი
  • 2–3 ნაწლავი
  • ცხიმი გემოვნებით

მომზადება:

  1. ღრის ხორცში ცხიმის რაოდენობა 30%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოიყენეთ დიდი დანაყოფები.
  2. დაამატეთ მარილი, შაქარი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. აურიეთ.
  3. ამ ფარშით გაავსეთ უკვე მომზადებული ნაწლავებით. ორივე მხარეს შემოახვიეთ როგორც სპირალი.
  4. ძეხვი ღუმელში მოათავსეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20-30 წთ-ის შემდეგ გამოიღეთ და გადმოატრიალეთ. გამოაცხვეთ კიდევ 30-35 წთ.
  5. გააცივეთ 6-8 სთ-ის განმავლობაში. შეინახეთ პერგამენტის ქაღალდში და მაცივარში 1.5 თვემდე.

თაფლის შაშხი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ღორის ხორცი
  • 30 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 4 ს.კ. თაფლი
  • მიხაკი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ხორცი გააჯერეთ მიხაკით, წაუსვით თაფლი, დაამარილეთ და დააპილპილეთ. დატოვეთ 30-40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე.
  2. გამოაცხვეთ 200გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ გაზქურაში, სანამ ხორცი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. შემდეგ ტემპერატურა შეამცირეთ 170გრადუსამდე და კიდევ 80წთ აცხვეთ.

ღორის ხორცი ნიახურით

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორი
  • 2 კონა ნიახური
  • 300 გ წითელი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი, თავშავა გემოვნებით

მომზადება:

  1. ხორცი დაკეპეთ. ნიორი დაჭყლიტეთ და მარილთან და პილპილთან აურიეთ. ამ მასით ღორის ხორცი გააჯერეთ.
  2. ნიახური გაასუფთავეთ, რამდენიმე ნაწილად დაჭერით და ხორცზე მოათავსეთ. ხორცი რულეტივით დაახვიეთ და ძაფები მოუჭირეთ. დააყარეთ მარილი, პილპილი და მაცივარში 2-3 სთ შეინახეთ.
  3. შემდეგ ხორცი 1 სთ 190გრადუსზე გამოაცხვეთ. მომზადებამდე 20 წუთით ადრე დაალაგეთ ხახვის ნაჭრები.

ბუჟენინა შინაურულად

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორის ხორცი
  • 5–8 კბილი ნიორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ამ რეცეპტისთვის საუკეთესოდ გამოგადგებათ ღორის ხორცის ნაჭრები სალათი (კისერი, მკერდი, შაშხი). ხორცი მარილით, პილპილით და ნივრით გააჯერეთ, 30 წთ ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.
  2. მომზადებული ღორის ხორცი გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ, წყალი დაასხით და დაფნის ფოთოლი დაადეთ. დაფარეთ ფოლგით. ღუმელში 1-1.5 სთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.

კომენტარის დატოვება