ვინ არის მეხუთე კლასის მოსწავლე რომელიც ავარიას ემსხვერპლა?- მამა გადარჩა ბავშვი კი დაიღუპა!

თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, მიშიკო ამანათაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო…

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე, ონავარო ბიჭო.“_

ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა ტრაგედიის მიზეზი

გურია ნიუსის ინფორმაციით:

•მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

•მიშიკო მამასთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში, თუმცა შეჯახების შედეგად იგი დაიღუპა, მამა კი გადარჩა.

მოზარდის ტრაგიკული სიკვდილი ყველასთვის მძიმე დარტყმაა. სკოლის განცხადებაში ხაზგასმულია მიშიკოს სიცოცხლით სავსე და კეთილი ხასიათი, რაც სამუდამოდ დარჩება მისი ახლობლებისა და მეგობრების მეხსიერებაში.

კომენტარის დატოვება