გიგი ხარებაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
ახალგაზრდა და პერსპექტიული ძიუდოისტი, 20 წლის გიგი ხარებაშვილი, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
სამწუხარო ამბავი საზოგადოებას შოთო სიხარულიძემ სოციალური ქსელით აცნობა:
გლოვობს ჩემი ყვარელი, დღეს შავებით შეიმოსა…
გაუსაძლისი ტკივილია შენი შეწყვეტილი სიცოცხლე, გიგი.
გისამძიმრებთ უდიდეს ტკივილს სრულიად კახეთს.
დღეს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ყვარლის ძიუდოს სკოლის აღზრდილი, პერსპექტიული ძიუდოისტი, 20 წლის გიგი ხარებაშვილი. სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…“_
გიგი ხარებაშვილი ყვარლის ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი ნიჭიერი აღზრდილი იყო. მის სპორტულ კარიერას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევამ შეწყვიტა მისი სიცოცხლე.
კახეთი და მთელი ძიუდოს საზოგადოება გლოვობს ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალებას. ისინი გამოხატავენ მწუხარებას და თანაგრძნობას გიგის ოჯახისა და ახლობლების მიმართ.
გიგი ხარებაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი უდიდესი დანაკარგია ქართული სპორტისთვის. მისი ოჯახის, მეგობრებისა და მთელ საზოგადოებისთვის ეს ტრაგედია შეუფასებელი ტკივილია.
უფალმა დაუმკვიდროს მისი სული ნათელში.