უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა,რა ვითარებაა ამ დროისთვის?

თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მძიმე ავარია მოხდა, რომელიც ოთხი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

თვითმხილველების ინფორმაციით:

•ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

•შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა და ავტომობილებს დაეცა.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

•კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

•უსაფრთხოების მიზნით, თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

•მიმდინარეობს ავარიის მიზეზების გამოძიება და დაზარალებულთა იდენტიფიკაცია.

ავარია

კომენტარის დატოვება