ისეთი მარტივი მოსამზადებელია ყოველდღე ვამზადებ ამ მეთოდით. უბრალოდ მოიმარაგეთ 4 კვერცხი. აი რეცეპტი

ბლინები ყველასთვის საყვარელი დესერტია. ის გემრიელია სხვადასხვა შიგთავსით – იქნება ეს ტკბილი, თუ არატკბილი – ხორცი, ყველი, ბოსტნეული. ასევე სასიამოვნო მისართმევია ყველაფრის  გარეშე. მართლა ყველანაირად კარგია.

დღეს შემოგთავაზებთ ისეთ რეცეპტს, რომლის დამახსოვრება ძალიან ადვილია. მასში 4 ძირითადი ინგრედიენტია და თითოეულს იღებთ ოთხ-ოთხს.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ს. კ. სახამებელი
  • 4 ს. კ. ფქვილი
  • 4 ს. კ. შაქარი
  • ნახევარი ლ რძე
  • ორი ს. კ. ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: შაქარი, მარილი, ფქვილი და სახამებელი. კარგად აურიე.
  2. ამავე ჯამში ჩაამატე კვერცხი და სათქვეფის ან კომბაინის გამოყენებით აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  1. თქვეფის პროცესში დაამატე თბილი რძე და ზეთი. უნდა მიიღო თხელი ცომი მრავალრიცხოვანი ჰაერის ბუშტუკებით.

  1. ბლინები მოამზადე ცხელ ტაფაზე ჩვეულებრივად ორივე მხრიდან. მზა ბლინები დაალაგე ერთმანეთზე და ცხელსვე წაუსვი ცოტ-ცოტა კარაქი.

ბლინები გამოდის უთხელესი და უნაზესი. როგორც აღვნიშნეთ, უხდება ნებისმიერი შიგთავსი. ძალიან წარმატებულია კრემ-ყველისა და მურაბის კომბინაცია. ზაფულში უკეთესია მურაბის ნაცვლად გამოიყენოთ ახალი ხილი და კენკრა.

გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს რეცეპტი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება