კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით

ხაჭაპურს სხვადასხვა ალტერნატივა აქვს – ეს იქნება ხაბიზგინა თუ ჭახრაკინა. ყველთან ერთად ყველაფერი გემრიელი გამოდის. ახლა შემოგთავაზებთ ყველის, ხაჭოსა და მწვანილეულის საინტერესო კომბინაციას. ცომი მზადდება საფუარის გარეშე, სოდით და გამოდის საკმაოდ ფუმფულა .

ინგრედიენტები

  • 200 მლ კეფირი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 300 გ ხაჭო
  • ორი ცალი კვერცხი
  • 260 გ ფქვილი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • 200 გ იმერული ყველი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა
  • ერთი კონა ოხრახუში
  • 20 გ კარაქი

მომზადება

  1. ოთახის ტემპერატურის კეფირი მოათავსე ჯამში. დაამატე მარილი და სოდა. აურიე და დატოვე 15 წუთი.

  1. შეურიე ერთმანეთს გახეხილი ყველი, ხაჭო და კვერცხი. ასევე დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი. კარგად აურიე.

  1. კეფირს დაამატე გაცრილი ფქვილი და მოზილე ცომი. დააფარე სამზარეულოს პარკი და დატოვე კვლავ 15 წუთი.

  1. ცომი გაყავი 8 ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელე მრგვალი ფირფიტის სახით. შუაში დაადე ასევე 8 ნაწილად გაყოფილი შიგთავსის მერვედი, მოუკარი პირი და გააბრტყელე.

  1. შეწვი საშუალო ცეცხლზე უცხიმოდ ორივე მხრიდან. თავიდან თავღია ტაფაში. გადაბრუნების მერე კი – თავზე დააფარე.

  1. ხაჭაპური გადაიტანე თეფშზე და წაუსვი კარაქი.

ის გამოდის რბილი და გემრიელი, ხრაშუნა ქერქით. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

ეს რეცეპტი კი ასწავლეთ მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება