ნამცხვარი ,,კარტოფილი” ბევრისთვის ნაცნობი ნუგბარია. ის ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.
ამ დესერტს თავისი წარმოშობის ისტორია აქვს: ,,კარტოფილის” მოსამზადებლდ კონდიტერები სხვადასხვა ტკბილეულის ნარჩენებს იყენებდნენ. შემდეგ კი ის ძალიან პოპულარული გახდა.
დღეს გთავაზობთ ამ ნამცხვრის უფრო დახვეწილ ვარიანტს.
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ საფანელი
- 400 მლ შედედებული რძე
- 200 გ კარაქი
- ასი გ შავი შოკოლადი
- 50 გ კაკაო
- 30 მლ კონიაკი
- 20 გ ცუკატი
მომზადება
- კაკაოს ფხვნილი და შედედებული რძე შეურიე ერთმანეთს. დაამატე დაჭრილი კარაქი და დადგი დაბალ ცეცხლზე. როცა კარაქი სულ გადნება, გადმოდგი ცეცხლიდან.
- შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე. მისი ნახევარი დაამატე ცხელ მასას. აქვე ჩაასხი კონიაკი.
- შოკოლადის ნარევში ჩაყარე საფანელი და აურიე. თუ მასა მშრალი გამოვა, დაამატე ცოტა რძე.
- ამ მასისგან მოამზადე ,,კარტოფილი”. შეგიძლია მისცე ძეხვის ფორმა და შემდეგ დაჭრა ან მოამზადო ბურთების სახით.
- ცუკატები გამოიყენე მოსართავად. ამ მიზნით შეგიძლია ნიგვზის მოხმარებაც.
- დარჩენილი გამდნარი შოკოლადი ოდნავ შეათბე და წაუსვი ზემოდან დესერტს.
- ,,კარტოფილი” შედგი მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.
რჩევა: ნამცხვარი ჭამის დროს ხელში რომ არ გადნეს, ის დაიკავე პერგამენტისგან გამოჭრილი პატარა კვადრატებით.
გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!