ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე, გამორიცხეთ ნახშირწყლები, არ მიირთვათ ტელევიზორის წინ, თვალყური ადევნეთ პორციებს და აირჩიეთ მსუბუქი სალათები!
ვახშამზე მსგავსი სალათებით მუცელში სიმძილებს გაექცევით.
მდოგვით
ინგრედიენტები
- 260 გ სალათის ფურცლები
- 3 პომიდორი
- 2 კიტრი
- 1 ხახვი
- 0,5 კონა ქინძი
- 1 კონა ოხრახუში
- 4 ს.კ. იოგურტი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 80 გ მაგარი ყველი
- მარილი, პილპილი
მომზადება
- გარეცხეთ სალათის ფურცლები, მწვანილი და ბოსტნეული.
- დაჭერით კიტრი, პომიდორი და ხახვი. დაჭყლიტეთ მწვანილი. წვრილად დაჭერით მაგარი ყველი.
- აურიეთ ყველი იოგურტთან, მდოგვთან და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
- ყველა პროდუქტი შეაერთეთ ერთ ჯამში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ქათმით და სოიოს სოუსით
ინგრედიენტები
- 1 პომიდორი
- 1 კიტრი
- 200 გ ქათმის მკერდი
- 1 ს.კ. სოიოს სოუსი
- 100 გ სალათის ფურცლები
- 1 კბილი ნიორი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი
მომზადება
- დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად. ჩადეთ სოიოს სოუსა და ნიორში 20 წუთი. შეწვით ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე.
- გარეცხეთ სალათის ფოთლები და ხელით გახიეთ.
- დაჭერით კიტრი და პომიდორი.
- გადაიტანეთ ყველაფერი ჯამში, მოასხით ზეთი, მარილი და პილპილი.
დაკონსერვებული თინუსით
ინგრედიენტები
- 2 კიტრი
- 4 პომიდორი
- 250 გ დაკონსერვებული ლობიო
- 200 გ დაკონსერვებული თინუსი
- 1 ხახვი
- 2 ს.კ. ლიმნის წვენი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი
მომზადება
- გარეცხეთ ბოსტნეული. დაჭერით კიტრი და პომიდორი პატარა ნაჭრებად.
- გადაასხით სითხე ლობიოს კონსერვიდან. გადაიტანეთ ის ღრმა ჯამში. ზევიდან დაადეთ კიტრი და პომიდორი. თინუსის ფილე გაანაწილეთ ჩანგლით.
- მორთეთ ხახვის ბეჭდებით.
- შეკმაზეთ ზეთით, ლიმნის წვენით, მარილით და სუნელებით.
ქათმის მკერდით და ზეთის ხილით
ინგრედიენტები
- 2 ვაშლი
- 3–4 კიტრი
- 1 ქათმის მკერდი
- 5–8 ზეთისხილი
- 3 ს.კ. უცხიმო იოგურტი
- მარილი, პილპილი
მომზადება
- გახეხეთ ვაშლი ან დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაჭერით კიტრიც.
- მოხარშეთ ქათმის მკერდი. დაჭერით ხორცი. .
- გაყავით ზეთისხილები შუაზე.
- აურიეთ ყველა პროდუქტი. მორთეთ იოგურტით, მარილით და პილპილით.
ფიტნეს-სალათი
ინგრედიენტები
- 300 გ ქათმის მკერდი
- 1 კიტრი
- 1 პომიდორი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 2–3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
- 1 ს.კ. იოგურტი
- 0,5 კონა კამა
- მარილი, პილპილი
მომზადება
- დაჭერით კიტრი წვრილ ჯოხებად. დაჭერით პომიდორიც და წიწაკაც.
- მოხარშეთ ფილე და დაჭერით.
- აურიეთ ყველა ინგრედიენტი. შეკმაზეთ იოგურტით, პილპილით და მარილით.
ვაშლით და კომბოსტოთი
ინგრედიენტები
- 1 ვაშლი
- 0,5 კომბოსტო
- 100 გ დაკონსერვებული სიმინდი
- 1 სტაფილო
- 1 ს.კ. ლიმნის წვენი
- მარილი, პილპილი
მომზადება
- გაასუფთავეთ ვაშლი, ამოაჭერით შუაგული და გახეხეთ ან დაჭერით.
- გახეხეთ კომბოსტო. დაჭერით სტაფილო. აურიეთ დაკონსერვებული სიმინდი ვაშლთან.
- მოასხით პილპილი, ლიმნის წვენი და მარილი.
მელანთევზათი
ინგრედიენტები
- 1 კგ მელანთევზა
- 6 კვერცხი
- 200 გ დაკონსერვებული ანანასი
- 150 გ დაკონსერვებული სიმინდი
- 0,5 ლიმონი
მომზადება
- ცალ-ცალკე მოხარშეთ მელანთევზა და კვერცხი. ორივე პროდუქტი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
- დაჭერით დაკონსერვებული ანანასი მომცრო ნაჭრებად.
- აურიეთ ყველა პროდუქტი ღრმა ჯამში და მოასხით ლიმნის წვენი.
მელანთევზათი და ყველით
ინგრედიენტები
- 300 გ მელანთევზა
- 2 პომიდორი
- 200 გ მაგარი ყველი
- 1 კბილი ნიორი
- იოგურტი
მომზადება
- მოხარშეთ მელანთევზა, გაასუფთავეთ, დაჭერით.
- დაჭერით პომიდორიც. დაჭყლიტეთ ნიორი. მსხვილად დაჭერით ყველი.
- აურიეთ ყველაფერი და მოასხით იოგურტი გემოვნებით.
ორაგულით
ინგრედიენტები
- 150 გ სალათის ფოთლები
- 1 პომიდორი
- 1 კიტრი
- 250 გ ორაგულის ფილე
- 20 გ მდოგვი
- 20 გ თაფლი
- 20 გ სოიოს სოუსი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი
მომზადება
- მოამზადეთ სალათის ფოთლები, დაჭერით კიტრი და პომიდორი. აურიეთ ღრმა ჯამში.
- აურიეთ სოიოს სოუსი, მდოგვი და თაფლი. თუ საჭიროა დაუმატეთ მარილი.
- დაჭერით ორაგულის ფილე. შეწვით ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში. გადაიტანეთ პომიდორისა და კიტრის ჯამში.
- შეკაზმეთ თაფლისა და მდოგვის სოუსით. დაამატეთ პილპილი.